მოძრაობის წევრები კომიტეტს 9 წლის განმავლობაში არსებული სახელმწიფო რეჟიმის შეფასებას თხოვენ.განცხადებას ხელს 11 000 ზე მეტი ადამიანი აწერს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის საპასუხოდ მომზადებულ პროექტში, ნათქვამია: “2004-2012 წლებში, წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებმა და საჯარო მოხელეებმა არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, რაც ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობით წამებით, ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური კონსტიტურციური უფლებების ხელყოფით გამოიხატებოდა. ყველა ამ საქმეზე უნდა მოხდეს იმ პირთა გამოვლენა და პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც ორგანიზებას უკეთებდა და მონაწილეობას იღებდა ამ დანაშაულის ჩადენაში.უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტულია ყველა იმ პირის უფლების აღდგენა, ვინც უკანონობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა”, _ აღნიშნულია კომიტეტის დასკვნაში.
კომიტეტი ასევე მიიჩნევს რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დაშლის ფაქტი უნდა გამოიძიონ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, ასევე, პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის ქმედებათა კანონიერების შეფასება წარმოადგენს.


























































