ლორთქიფანიძემ ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს ის საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო, რომლებიც საქართველოში ქალთა უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის, პოლიტიკაში ქალთა აქტიური მონაწილეობის წახალისებისთვის, ძალადობისგან ქალთა დაცვისა და, ზოგადად, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანად საბრძოლველად განხორციელდა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და გენდერულ საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა გენდერული თანასწორობის დაცვის კუთხით კანონმდებლობის დახვეწის პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს როლი განიხილეს, იმსჯელეს უკვე არსებული რეგულაციების პრაქტიკული იმპლემენტაციის თაობაზე. საუბარი ამ კუთხით დაგეგმილ სამომავლო გეგმებსაც შეეხო.
გენდერულ საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელ ჯუზ ზეიტლინის პირველი ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავს ქვეყანაში ქალთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლას და ამ საკითხზე ანგარიშის მომზადებას.