დისკუსია სახელწოდებით _ “შრომის კოდექსი და სოციალური დიალოგი”, დღეს ევროპის სახლში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ყველა მედიასაშუალებიდან 25 ჟურნალისტი ესწრებოდა.
ბარამიძე ჟურნალისტებს შრომის კანონის რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელებული ცვლილებების ძირითადი არსი და მიზნები განუმარტა, კანონმდებლობის ზოგადი პრინციპები მიმოიხილა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებმაც კოდექსში ცვლილებების შეტანა საჭირო გახადა.
მედიის წარმომადგენლების გარდა, დისკუსიას ესწრებოდნენ ოლივერ რაისნერი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე; როჟე ლეკური, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი. ღონისძიებაზე პროფესიულ კავშირებს გოჩა ალექსანდრია წარმოადგენდა, დამსაქმებელთა ასოციაციას კი _ მიხეილ კორძახია.
პროექტი “ევროკავშირი საქართველო _ დისკუსიები ჟურნალისტებისთვის” ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.





























































