ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა. “გურია ნიუსი” დაინტერესდა თუ რომელ მანქანებზე იყო საუბარი.
“არ ვიცი, ვერ გეტყვით ზუსტად, რომელ მანქანაზე არის საუბარი. შეგიძლიათ, ეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში გადაამოწმოთ,” _ გვითხრა ოზურგეთის მუნიცპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ირაკლი სირაძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წელს ბახმაროში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, გამგეობის ბალანსზე არსებული ავტომანქანები დაზიანდნენ და სწორედ ამის გამო, რემონტისთვის 3 300 ლარია გამოყოფილი. თუმცა, ავტოავარიის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ ადასტურებენ.
3 300 ლარი 6 მანქანის ტექმომსახურებისა და რემონტისთვისაა გამოყოფილი,“„ _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის უფროსმა ნინო სალუქვაძემ.
ფოლკსვაგენ პოლო – სახ. NSBB-556 – 1994 წელი; მერსედეს ბენც სედანი სახ. NFJF-899- 1992 წელი; ნივა ვაზ-21214 სახ. NBBQ-847- 2004 წელი; მიკროავტობუსი მერსედეს ბენც-სპრინტერ სახ. Nsbb-558- 1997 წელი; მიტსუბიში ქანტერ სახ. NIHI-984 2007; ავტო თვით-მცლელი კამაზი _ ოფიციალური ინფორმაციით ტექმომსახურება და რემონტი აღნიშნულ მანქანებს დასჭირდა.
































































