“სეირნობა და მარათონი მოეწყო. გარბენის შედეგად ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა – სამი გოგონა და სამი ბიჭი, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.
უსაფრთხოების მიზნით, მარათონს ოზურგეთის რაიონული პოლიციის რამდენიმე თანამშრომელიც ესწრებოდა,” _ უთხრა „გურია ნიუსს“ „გურიის ახალგაზრდა რესურსცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა, თამარ ღლონტმა.
მარათონის გამარჯვებულები გახდნენ:
1. დათო კვაჭიანი; 2. სერგო ხანჩალიანი; 3. დიმა ჯაფარიძე.
1. ალიონა ტოლსტოვა; 2. მარი კეკელიძე; 3. ნანა კეკელიძე.
გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) ყოველწლიურად სექტემბრის ბოლოს აღინიშნება და ტრადიცია დასაბამს 1999 წლიდან გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით იღებს, რასაც მხარი ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, იუნესკომ და სხვა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციებმა დაუჭირა.