კომისიის სხდომა სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში გაიმართა. კომისიის წევრებმა, მათ შორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ ქალ მსჯავრდებულებს ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება პირადად გააცნეს.
კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4 უკვე მოხდილი აქვთ. შუამდგომლობების განხილვისას კომისიის წევრებმა გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა. ამასთანავე, მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკებიც შეფასდა.