“როცა ბატონი ბობოხიძე და მისი მეგობრები ლაპარაკობენ იმაზე, რომ კოპიტნარის აეროპორტი გაიყინა და არ მიმდინარეობს რეისები, როცა საუბრობენ იმაზე, რომ არც ერთი მრიცხველი არ დადგმულა საქართველოში, ეს ტყუილია და ერთ ამოცანას ემსახურება – ტრიბუნა თავიანთი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის გამოიყენონ, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. ამიტომ ბობოხიძის და მისი მეგობრების ტყუილები არ უშველის “ნაციონალურ მოძრაობას”. დღეს მათი პოლიტიკური გასამართლების დღეა და ვერდიქტი პირველ ოქტომბერს გამოიტანა საზოგადოებამ, რომელიც 27 ოქტომბერს დადასტურდება. ნელ-ნელა “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკური უმცირესობიდან პოლიტიკურ დასავიწყარში გავისტუმრებთ”, _ განაცხადა უმრავლესობის დეპიტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა
ქუცნაშვილმა მის მიერ მიხეილ სააკაშვილის “კოჭლ იხვად” ხსენების ფაქტიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ეს სახელი თავად არ უწოდებია პრეზიდენტისთვის და იდეა სააკაშვილს ეკუთვნის.
“რაც შეეხება კოჭლ იხვს, ამის ავტორი თავად სააკაშვილია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ის გამობრძანდა და თქვა, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნები უნდა მოვიგო რომ არ გავხდე “კოჭლი იხვი”-ო. ეს მისი ცნობილი ფრაზაა”, _ აღნიშნა ქუცნაშვილმა