შეხვედრაზე განიხილეს მომავალი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის პარტნიორობის გაგრძელების საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო გერმანული მხარის მხარდაჭერას პროგრამული ბიუჯეტის შედგენის და შესაბამისი მეთოდოლოგიის დახვეწის მიმართულებით, რეკომენდაციებს საპენსიო და სადაზღვევო სფეროში რეფორმების განხორციელების პროცესში. ხაზი გაესვა იმ დახმარებას, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება უწევს საქართველოს შიდა აუდიტის სისტემის განვითარებისთვის.
გერმანული მხარის მხრიდან ასევე გამოითქვა მზადყოფნა, ფინანსთა სამინისტროს დახმარება გაუწიოს საბაჟო კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროში აღნიშნულ თემებზე სამუშაო ფორმატში გააგრძელებენ შეხვედრებს.