“მე “რუსთავი 2″ -ზე 2012 წლიდან ვმუშაობ და ბუნებრივია კორპორაციის მთელი ბიოგრაფია არვიცი. ეს არც მაინტერესებს, არც მჭირდება ჩემს საქმიანობაში. ის შეკითხვები, რომელიც აქამდე ფორმის დაუცველად გამოგვიგზავნა ქალბატონმა ხიდაშელმა, შესაბამისად პასუხებიც ვერ მიიღო. არის რაღაცები, რაც მე არ ვიცი და ამიტომ ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ. ვერც კონკრეტულ მტკიცებულებებს და ფაქტებს ვერ მოვიყვან. მე დღეს უბრალოდ მზად არ ვარ. ამას წერილობით გავცემთ პასუხს”, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.