https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საია შსს-ს 10 ოქტომბრის განცხადებას პასუხობს

12:10; 11.10.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“2013 წლის 9 და 10 ოქტომბერს საიას მიერ გაკეთებულ იქნა განცხადებები მოქალაქეების – დავით კაპანაძისა და ლევან კორკოტაშვილის საქმეზე. დ.კაპანაძე მოინახულა საიას თავმჯდომარემ, ხოლო დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ ლ. კორკოტაშვილთან საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი იმყოფებოდა. უშუალოდ ზემოთ მითითებულ მოქალაქეთა მიერ პირადად ჩვენი თანამშრომლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საიამ ზემოაღნიშნული განცხადებები გააკეთა, სადაც ითქვა, რომ ამ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავდა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო.

ლ. კორკოტაშვილის საქმეზე საიას განცხადების პასუხად 10 ოქტომბერს გავრცელდა შსს-ს ოფიციალური განცხადება, სადაც მიეთითა, რომ საიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია ,,სიმართლეს არ შეესაბამება”. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,კორკოტაშვილს 30 სექტემბერს აქვს გაკეთებული ოპერაცია ქვედა ყბის მოტეხილობის გამო და ჩაყენებული აქვს ყბის სამაგრი. ექიმების განცხადებით, მას შეუძლია ყბის სამაგრის თვითნებურად ამოგდება, ამჟამად ის ჯანმრთელია და მკურნალობას არ საჭიროებს”. ამავე განცხადებაში აღინიშნა, რომ ,,მსგავსი განცხადებები მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისკენ და სწორედ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა”.

გვსურს გამოვეხმაუროთ შსს-ს აღნიშნულ პოზიციას და განვაცხადოთ შემდეგი:

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია მარტივი წესი, რომელსაც, სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოები, უკვე მერამდენედ, არ იცავენ: პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პროკურატურას და არა თავად შსს-ს. სამინისტროს განცხადებაში მითითებულია, რომ საიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ჩვენთვის გაუგებარი რჩება, რას ემყარება შსს-ს ეს კატეგორიული დასკვნა. შსს-ს გამოძიების უფლება მსგავსი ტიპის საქმეზე არ აქვს, ხოლო გამოძიების გარეშე ამ ფაქტების დადგენა შეუძლებელია. ამასთან, 10 ოქტომბერს საიას განცხადების გავრცელებიდან შსს-ს პასუხამდე სულ რამდენიმე საათი გავიდა და შსს-ს გამოძიების უფლება რომც ჰქონოდა, ამ ფაქტის ასე გადაჭრით, ასეთ მოკლე დროში დადგენა, სამართლებრივად და ფიზიკურად შეუძლებელია.

2. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებასა და მინისტრის ოფიციალურ სატელევიზიო კომენტარებში იმის წინასწარ აღნიშვნა, რომ პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის, წარმოადგენს ამ საქმეზე გამომძიებლებისათვის გაკეთებულ პირდაპირ გზავნილს იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა წავიდეს გამოძიება. თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომ მსგავსი ტიპის საქმეებზე (და შესაძლებელია სხვაზეც) არასოდეს ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ რომელიმე გამომძიებელს სამინისტროს ოფიციალური პოზიციისგან გადაეხვიოს, ცხადია, ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ალბათობა უკიდურესად მცირდება. დაუშვებელი და მიუღებელია გამოძიების შედეგის წინასწარი განსაზღვრა სამინისტროს ოფიციალური განცხადებებით ან მინისტრის სატელევიზიო კომენტარებით. მსგავსი განცხადებები, არსებული რეალობის გათვალისწინებით, აზრს დაუკარგავს გამოძიებას. უფრო მეტიც, ასეთი განცხადებები თავად ითავსებენ გამოძიების ფუნქციას, რადგან წინასწარ პასუხს სცემენ იმ კითხვებზე, რაზეც პასუხები მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ გამოძიებამ უნდა გასცეს.

3. შსს-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლევან კორკოტაშვილი წარსულში 6-ჯერ არის ნასამართლევი. თუმცა, ცხადია, ეს გარემოება ვერც პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობას გაამართლებს და ვერც რაიმე სახის დანაშაულის მეშვიდედ ჩადენის მტკიცებულებად გამოდგება (ისიც საყურადღებოა, რომ საქმეში არსებული, შსს-ს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ლ. კორკოტაშვილი ნასამართლევია არა 6-ჯერ, არამედ 4-ჯერ). რამდენჯერაც უნდა იყოს პირი ნასამართლევი, მას უნდა მიეცეს ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ ის ამ შანსს არ იყენებს, მის მიმართ გამოძიება კანონით დადგენილი წესით უნდა წარიმართოს და ამ წესისგან გადახვევის გამართლებად წარსული ნასამართლობები, მათი რაოდენობების მიუხედავად, ვერ გამოდგება. იმედი გვაქვს, ეს მარტივი ჭეშმარიტება საკამათო არ გახდება.

4. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლ. კორკოტაშვილს გაკეთებული აქვს ოპერაცია ქვედა ყბაზე და ,,შეუძლია ყბის სამაგრის თვითნებურად ამოგდება”. სადავო არ არის, რომ კორკოტაშვილს ყბის ოპერაცია გაკეთებული აქვს და ალბათ, ყბის სამაგრის თვითნებური ამოგდებაც ზოგადად შესაძლებელია, მაგრამ გაუგებარია, ეს შესაძლებლობა რატომ გამორიცხავს იმას, რაც ლ. კორკოტაშვილმა საიას ადვოკატს მოუყვა, რომ ნაოპერაციები ყბა პოლიციელებმა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაუზიანეს? თუ შსს-ს პოზიცია არის ის, რომ თვითდაზიანების შესაძლებლობა, პოლიციელთა მხრიდან დაზიანების ალბათობას გამორიცხავს, მაშინ ადვილი იქნება ნებისმიერი მოქალაქის დაზიანება თვითდაზიანებას მიეწეროს. თეორიულად არც ის არის გამორიცხული, რომ მაგალითად, მოქალაქე დ. კაპანაძემაც თავად დაიზიანა გულმკერდი და სამი ნეკნიც თავად მოიტეხა, მაგრამ პრაქტიკულად სხვა სახის რეალობის ბევრად უფრო მაღალი ალბათობა არსებობს. სინამდვილეში რა მოხდა, ამას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა, ფაქტია, რომ შსს ამ გამოძიებას არ ელოდება.

5. უცნაურია სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ლ. კორკოტაშვილი ამჟამად ჯანმრთელია და ,,მკურნალობას არ საჭიროებს”. მას ნაოპერაციები ყბიდან ამოუვარდა რკინის ფირფიტები, რის გამოც, როგორც თავად აცხადებს, ვერ ჭამს საჭმელს, აწუხებს ძლიერი ტკივილები, უკეთებენ გამაყუჩებლებს. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მკურნალობის საჭიროების გამორიცხვა, ცოტა გაუგებარია.

6. რაც შეეხება შსს-ს განცხადების იმ ნაწილს სადაც მითითებულია, რომ ,,მსგავსი განცხადებები მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისკენ და სწორედ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა”. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ასეთი მძიმე ბრალდების მოსმენა. ეს არის ტიპური ფრაზა, რასაც საია წლების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მწვავე კრიტიკის პასუხად იღებდა ხოლმე. ჩვენ ვთქვით მხოლოდ ის, რაც უშუალოდ დაზარალებულებმა პირადად საიას თანამშრომლებს განუცხადეს. არც ბოლო ორ და არც ადრინდელ განცხადებებში არსად წერია, რომ პოლიციელებმა ეს დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს. ჩვენი განცხადებების მთავარი მესიჯი არის და იყო მხოლოდ ის, რომ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და რომ პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. სამწუხაროა, თუ უფლებადამცველი ორგანიზაციის ჩვეულებრივი საქმიანობა პოლიციის დისკრედიტაციად და იმიჯის შელახვად აღიქმება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციისა და დანიშნულების არასწორი აღქმაა.

ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს, ადვილია რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელება. ისიც გასაგებია, რომ ვერ შევქმნით ისეთ სისტემას, სადაც პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე რაიმე სახის ძალადობის ალბათობა სრულიად გამოირიცხება. მთავარია, რა პასუხი გაეცემა ასეთ ფაქტებს, რამდენად ეფექტურად და ობიექტურად წარიმართება გამოძიება. გამოძიების სათანადოდ წარმართვა არის არასასურველი ფაქტების გამეორების პრევენციის ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომლის გამოყენების ნებაც, როგორც ჩანს, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. სისტემის იმიჯს კი ისეთ დიდ ზიანს ვერაფერი მიაყენებს, როგორც მსგავსი ტიპის ფაქტებზე მსგავსი რეაგირების მოხდენაა”, _ ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი სამეგრელოს რეგიონში

სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მომზადების ხარისხი გაუმჯობესდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18.02.2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18.02.2026
პოლიტიკა

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა საქართველო დატოვა

19:23; 18.02.2026
სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18.02.2026
საზოგადოება

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!

18:44; 18.02.2026
პოლიტიკა

კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, რომელიც გაზრდის დეცენტრალიზაციას

18:16; 18.02.2026
პოლიტიკა

სო­ზარ სუ­ბა­რი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის

18:14; 18.02.2026
სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

18:09; 18.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება- სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

18:05; 18.02.2026
პოლიტიკა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

17:53; 18.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:51; 18.02.2026
სამართალი

სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს

17:22; 18.02.2026
სამართალი

ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაიყვანეს – ადვოკატი

17:14; 18.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ

16:57; 18.02.2026
პოლიტიკა

“სამინისტროს გაყოფის ერთ-ერთი მიზეზია”- რას აცხადებს კახა გულედანი

16:34; 18.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026
0

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო