თუმცა არ აკონკრეტებენ რა იგულისხმება ამაში. “გურია ნიუსის” კითხვაზე: რა შეიცვლება, რა იქნება რაც დღეს არ არის, გარდა იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი? _ პრემიერ-მინისტრისა და “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის პასუხები ასეთია:
ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილი იქნება სააკაშვილის ადგილზე და პრინციპულად შეიცვლება ყველაფერი.
გიორგი მარგველაშვილი: რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, არის, მუდმივი ხელის შეშლა მთავრობის ფუნქციონირებისათვის ყველა ხილული და ასევე, უხილავი მეთოდით, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებს ამჟამინდელი პრეზიდენტი, ყველა საშუალებას, რომ ხელი შეგვიშალოს მუშაობაში და არა ჩვენს პოლიტიკურ კარიერაში, რომ ვემსახუროთ ხალხს და ეს ყველაფერი მოიხსნება და ბევრად უფრო თავისუფალი გარემო იქნება მისთვის, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ.
ბიძინა ივანიშვილი: ხელის შეშლის ნაცვლად გიორგი იქნება გუნდის წევრი, ქვეყნის შვილი და ერთად დავძლევთ პრობლემებს.
_ გაღიზიანებთ სააკაშვილი მისი გამოსვლებითა და კომენტარებით?
გიორგი მარგველაშვილი: მე არ მაღიზიანებს ნამდვილად. მაგრამ ხელს რომ მიშლის, ეგ ნამდვილად ვიცი.
_ თქვენ, ბატონო ბიძინა?
ბიძინა ივანიშვილი: მე, სიმართლე გითხრათ, ამაზე სერიოზულად არ მიფიქრია…