„თქვენთვისაც იქნება ხელმისაწვდომი და სხვა ჟურნალისტებისთვისაც“, – გვითხრა მან.
გიგი ჩიხრაძე: „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსი: _ მოკლედ, არ გაუქმდა 2012 წელს მიღებული რეგულაცია. სხდომაზე დაყენებული იყო ეს საკითხი, მაგრამ არ ეყო ხმები და შემდეგ კენჭი უყარეს განსხვავებულ ვერსიას (ცვლილებებს). ცვლილებები წინასწარ იყო ცნობილი, მაგრამ რაც იყო ცნობილი, იმაშიც შევიდა გარკვეული ცვლილებები და ველოდებით ახლა რა ფორმა მიიღო. ოდნავ შემსუბუქდა რეგულაციები. უმრავლესობის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ცესკოს წევრებსაც მიაჩნია, რომ რეგულაციები დაუსაბუთებულია და არათანაზომიერია.
GARB-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით,
„რა თქმა უნდა, სჯობდა გაეუქმებინათ, მაგრამ როგორც ჩანს, კომისიის იმ წევრებმა, რომლებმაც შარშან ხმა მისცეს დადგენილების მიღებას, გაუჭირდათ შეცდომის აღიარება და გაუქმებას მხარი არ დაუჭირეს. თუმცა ის რაც შედეგად მივიღეთ, ვგულისხმობ მიღწეულ ცვლილებებს, ვფიქრობ ნამდვილად აუმჯობესებს განსაკუთრებით მცირე მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მქონე მედიათა საქმიანობას. სამწუხაროდ, ამ ცვლილებებსაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ვფიქრობ შედეგი იმიტომაც დადგა, რომ ცესკოს სამოქალაქო სექტროიდან მისული ახალი თავმჯდომარეც ჰყავს.“