ახლა ჩვენთვის აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდა ეს, მორიგების არსებითი შინაარსი გამჟღავნდა საქართველოში და მასთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი მოსაზრებები.
შესაბამისად, ჩემს კლიენტებს სურთ გამოხატონ მზადყოფნა, რომ დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით და თანახმა არიან უარი თქვან მორიგების შეთანხმებით გათვალისწინებულ კონფიდენციალურობის შეზღუდვებზე” _ ამ შინაარსის წერილს, რომელიც 2013 წლის 15 ოქტომბრითაა დათარიღებული, პატარკაციშვილების წარმომადგენელი სიგნიჩა ლითიგეიშენ ლლფ აწერს ხელს.
წერილის ადრესატი კი ამგვარდაა განსაზღვრული:
ბატონებო,
მთავარი სარჩელი _ HC08C0549, სალფორდის სარჩელი _ HC0900711, მეტალოინვესტის სარჩელი _ HC09C00494 (ერთობლივად: საკანცელარიო სასამართლოში შეტანილი სარჩელები).
პატარკაციშვილების ოჯახი კი კატეგორიულად უარყოფს 400 მილიონის სანაცვლოდ ტელევიზიის დათმობას. რასაც უარყოფენ პატარკაციშვილები, იმაზე ექსკლუზიურად “გურია ნიუსთან” საუბრობს საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი:
“მინდოდა, რომ რაც შეიძლება ადრე გამომზეურებულიყო ეს მასალები. მე ვითვალისწინებ ოჯახის პოზიციას, რომელიც ყველაზე დიდი დაზარალებულია. გარიგებაშიც კი, იკვეთება რამდენად ცუდ დღეში ჰყავდათ ოჯახი. მათ ოდესღაც წაართვეს რაღაცეები და შემდგომ, ტელევიზიის სანაცვლოდ უკან დაუბრუნეს. როგორც მახსოვს 400 მილიონზეა საუბარი მათი შეფასებით, მაგრამ ეს რამდენად შესატყვისია და რამდენად სწორად იყო შეფასებული ცალკე საანალიზოა. პირადად მე არ წამიკითხავს. მხოლოდ იუსტიციის მინისტრის მოხსენება წავიკითხე. ამ საქმეს პროკურატურა იძიებს. შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკი ხელს აწერს სუპერ კონფიდენციალურ დოკუმენტს, რომლის გახსნის უფლება ქვეყნის არსებობის ისტორიის მანძილზე არავის არ აქვს. ამ დოკუმენტს მეორე მხრიდან ოჯახის ყველა წევრი აწერს ხელს და იქ აშკარად ჩანს, როგორ ათმობინებენ ოჯახს ტელევიზიას და სანაცვლოს უბრუნებენ სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილს. ოჯახის სახელით გამოგზავნილი”, _ განაცხადა რამდენიმე ხნის წინ პრემიერ მინისტრმა “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.