https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

23 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება ხუდონჰესის პროექტის შესახებ

7:10; 18.10.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობოები ასევე, პროექტის განხორციელებაში ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანთა პირად ბიზნეს ინტერესების არსებობის შესახებაც გამოთქვამენ ეჭვს და მოითხოვენ, რომ ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამართვლებრივ ჩარჩოებში დაბრუნდეს. “გურია ნიუსი” არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ტრანს ელექტრიკა ლიმითედს” შორის (სხვა მხარეებთან ერთად) დაიდო ხელშეკრულება ხუდონჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ შეასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მოიპოვებს პროექტის განსახორციელებლად აუცილებელ ნებართვებსა და ლიცენზიებს. სწორედ ნებართვებისა და ლიცენზიების გზით იღებს სახელმწიფო (კომპეტენტური ორგანოები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელებაზე (გარკვეული პირობებით), ან საერთოდ განუხორციელებლობაზე. სწორედ ამ გზით შეუძლია სახელმწიფოს შეაფასოს ისეთი პროექტის ავკარგიანობა, რომელიც “ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან” (კანონი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”) და სწორედ ასეთთა რიგს მიეკუთვნება ხუდონჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი.

ჩვენდა სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ჯერ არც კი მიუმართავს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის ნებართვების მოსაპოვებლად და შესაბამისად, ამ ორგანოებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება პროექტის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი აცხადებენ, რომ ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კანონმდებლობის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაში საერთოდ არ შედის ამგვარი პროექტის განხორციელება-განუხორციელებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს დაგეგმილ პროექტზე გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების სრულ უგულებელყოფას და ზეწოლას კომპეტენტურ ორგანოებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე. ამასთანავე, ეს არის იმ სამარცხვინო და ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც საქართველოში უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გამოიყენებოდა – როდესაც ქვეყნის მმართველი პირველი პირები, ყოველგვარი ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოსდაცვითი გათვლების გარეშე, ერთპიროვნულად იღებდნენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მსხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელებაზე, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს კი, უბრალოდ მოეთხოვებოდათ ამ გადაწყვეტილებების შესრულება – ნებართვების გაცემა.

ჩვენთვის, ასევე, სრულიად მიუღებელია ის, რომ ხუდონჰესის პროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისა და ორგანიზაციების მიმართ გრძელდება რეპუტაციის შემლახავი დაუფარავი კამპანია; პროექტის ოპონენტები საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების აგენტებად და ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგეებად ინათლებიან. გავიხსენებთ, რომ მსგავსი განცხადებები ენერგეტიკის მინისტრმა რამდენიმე თვის წინაც გააკეთა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი საპასუხო განცხადებით დაგმეს.

ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი გამონათქვამების რიგს მიეკუთვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 16 სექტემბერს გაკეთებული განცხადებაც, სადაც მან პირდაპირ მოუწოდა საზოგადოებას, არ მოუსმინონ და არ გაითვალისწინონ პროექტის ოპონენტების მოსაზრებები (“არ შეიძლება, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი შეუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებიც ხმაურობენ და მათ მეტი არაფერი არ შეუძლიათ”). ამით, მან ასევე წარმოაჩინა ის, რომ მისთვის აპრიორი მიუღებელია ნებისმიერი შენიშვნა თუ მოსაზრება, რომელიც მცირედ მაინც ეწინააღმდეგება მის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას – “ხუდონჰესი არის ასაშენებელი, როგორც სხვა ბევრი ჰესი…”.

ამჟამად, ხუდონჰესის პროექტი გადის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესს, რომელსაც ატარებს კომპანია და სწორედ ამ პროცესის ნაწილია საჯარო კონსულტაციები საზოგადოებასთან. სამწუხაროდ, ეს პროცესიც კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიმდინარეობს: მაშინ, როდესაც მთელ პროცესს უნდა წარმართავდეს პროექტის განმახორციელებლი კომპანია, ენერგეტიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები აქტიურად ერევიან შეფასების/კონსულტაციების ჩატარების პროცესში, საჯარო განხილვებზე და მედიის საშუალებით, კომპანიის ნაცვლად, სცემენ პასუხს საზოგადოების წარმომადგენელთა კითხვებს და კომპანიის სახელით გასცემენ დაპირებებს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინტერესი სრულად იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავდროულად არ ავლენენ მცირედ მზაობასაც კი ამისთვის; მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა – განხილულ იქნეს პროექტის განხორციელების ისეთი ალტერნატივა, რომლის შემთხვევაშიც არ დაიტბორება სოფლები – კატეგორიულად მიუღებელია სამინისტროსთვის. სამინისტროს წარმომადგენლები (ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი), ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება ხუდონჰესის პროექტის ამჟამად წარმოდგენილი სახით განხორციელების გარდაუვალობაში.

შემაშფოთებელია, ასევე ისიც, რომ დღემდე არ არის გამოქვეყნებული პროექტის განსახლების პროგრამა, რაც წარმოადგენს როგორც მსოფლიო ბანკის (კომპანიას ხელშეკრულებით მოეთხოვება ამ ბანკის სტანდარტების დაცვა), ისე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.

ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ხუდონჰესის პროექტს გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის. ჩვენ ეს მტკიცება დაუსაბუთებლად მიგვაჩნია შემდეგ მიზეზთა გამო:

ქვეყანას არ გააჩნია არც ენერგეტიკისგანვითარების და არც ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც დაასაბუთებდა პროექტის განვითარების სახელმწიფო ინტერესს და სტრატეგიულ მნიშვნელობას;

მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების”,2012 წლის საარჩევნო პროგრამაში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ საქართველოში აიკრძალებოდა დიდი ჰესების მშენებლობა. 2012 წლიდან დღემდე, არც საქართველოს ეკონომიკაში და არც ენერგო-სექტორში, არ მომხდარა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც უბიძგებდა “ქართულ ოცნებას” უარი ეთქვა მის მიერვე ჩატარებული პროგნოზის/ანალიზის საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

საქართველოს მთავრობის პროგრამაში “ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის”, აღნიშნულია, რომ ეკონომიკა უნდა დაეფუძნოს მდგრადი განვითარების მოდელს. სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებად გამოცხადებულია სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვა; ამ პრიორიტეტებს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ხუდონჰესის პროექტი. ამასთან, დიდი ჰესების მშენებლობა საერთოდ არ წარმოადგენს მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის წინაშე აღებულ ვალდებულებას;

არც სახელმწიფოს და არც ინვესტორ კომპანიას დღემდე არ ჩაუტარებია პროექტის ხარჯ-სარგებლის ანალიზი.

ამგვარად, არ არსებობს (საზოგადოებისთვის უცნობია) ხუდონჰესის პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დამადასტურებელი სტრატეგიული დოკუმენტი ან სხვა ობიექტური გარემოებები. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს სუბიექტური გარემოებები, რომლებიც უბიძგებს ქვეყნის მმართველობაში მყოფ თანამდებობის პირებს, საერთოდ დაივიწყონ საქართველოს მოქალაქეთა წინაშე სულ რაღაც ერთი წლის წინ აღებული ვალდებულებები. ასეთი გარემოება კი, დიდი ალბათობით, პირადი ინტერესიც შეიძლება იყოს, იმის გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელებს უახლოეს წარსულში ენერგო-სექტორში გააჩნდათ კომერციული ინტერესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, რომ:

ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს;

მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და ენერგეტიკის მინისტრს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებისგან, გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე აშკარა ზეწოლისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებისგან;

გამოკვლეულ იქნეს ინტერესთა კონფლიქტები და ელიტური კორუფციის მექანიზმები, რათა გამოირიცხოს მათი არსებობის მცირე შესაძლებლობაც კი,” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC); გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი; თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი; იდენტობა; იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ასოციაცია “ასა”; ინვალიდთა და დევნილთა კავშირი; კავკასიური სახლი; კონსტუტუციის 42-ემუხლი; მეოხი – 2010; მწვანე ალტერნატივა; პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია; სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი ლაგუშედა; სვანეთის ტურიზმის ცენტრი; სტეფანწმიდა; ფრიდრიხ ებერტის ფონდი; ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი; წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რებილიტაციი სცენტრი – GCRT; წიგნიერების განვითარები სცენტრი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა

უსინათლო ბავშვებისთვის სპეციალური სასკოლო სახელმძღვანელოები დაიბეჭდა

ყველა სიახლე

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო