https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ გატეხა “კაცური სიტყვა” ოზურგეთის საარჩევნო შტაბში

10:10; 22.10.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია დაინიშნა.

დარჩიას კანდიდატურას ამ პოსტზე მხარს არ უჭერდნენ კოალიციაში შემავალი პარტიების ადგილობრივი ლიდერები, თუმცა, დასავლეთ ზონის კოორდინატორი ლაშა სამხარაძე და გურიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გოჩა მეგრელიშვილი პარტიების ლიდერებს, ასევე, დავით დარჩიას და მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად კვაჭანტირაძის სახლში შეხვდნენ და შეთანხმებაც შედგა,

“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მაშინ, პარტიების ლიდერებმა სამხარაძესა და მეგრელიშვილს გარკვეული საკითხების მოგვარება მოთხოვეს; ისინიც შეპირდნენ, რომ მათ მოთხოვნებს ცენტრალურ შტაბში დააყენებდნენ. კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებმა ცენტრალური შტაბის უფროსის სახელზე მიმართვა დაწერეს, თანაც, ყველამ ერთად, “კაცური სიტყვა” დადო, რომ ამ ინფორმაციას არ გაასაჯაროებდნენ.

მიმართვა, რომელიც ” ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სახელზე უნდა მისულიყო, იმ განცხადების ანალოგიურია, რომელიც პარტიების ლიდერებმა რამდენიმე უწყებას გაუგზავნეს და რომელშიც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს კოტე შარაშენიძეს სამართლებრივად და პოლიტიკურად არასწორი ქმედებების გახორციელებაში დებენ ბრალს. კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეს. დღეს ამასთან დაკავშირებით, საქმეს ოზურგეთის პროკურატურა იძიებს.

თუმცა, “კაცური სიტყვა” გატყდა და ცენტრალური შტაბისთვის გაგზავნილი მიმართვა, რამდენიმე დღის წინ, გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნდა პარტიების ლიდერების ხელმოწერებით. გამოქვეყნებულ მიმართვაზე არ არის მაჟორიტარი დეპუტატის _ ზვიად კვაჭანტირაძის ხელმოწერა.

რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის ორგანიზაცის კომიტეტის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე:

_ ჩვენ, “რესპუბლიკელები”, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულებების გამო, საპრეზიდენტო არჩევნების ოზურგეთის შტაბში მონაწილეობას არ ვიღებთ, ამ უთანხმოების შესაძლო გარღმავების თავიდან ასაცილებლად და ჩვენი საერთო საარჩევნო შედეგის ინტერესების გათვალისწინებით, არჩევნების დასრულებამდე ვერიდებით მიმდინარე მოვლენების ირგვლივ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებასა და განცხადებების გაკეთებას, ამიტომ შევეცდები ვთქვა მხოლოდ ის, რაც ამ მიზანს არ დააზიანებს და თან, აღნიშნული მიმართვის გასაჯაროების შემდეგ, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს თქვენი და საზოგადოების ინტერესებსაც _ უკვე ყველაფრის მალვა სულელურ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. ამჯერად დავსვამ მხოლოდ შეკითხვებს, რომელიც გამიჩნდა მედიაში გამოქვეყნებული მასალის გაცნობის შემდეგ: პირველი, ვინ მიაწოდა მედიის წარმომადგენლებს ეს დოკუმენტი, რომელიც, მასზე ხელმომწერთა შეთანხმებით, არ უნდა გასაჯაროებულიყო? ვინ დაარღვია ეს პირობა? გაკეთდა თუ არა დოკუმენტის ქსეროასლები და ვისთვის?

არ დაგიმალავთ, ჩვენს შორის პოლიტიკური ინტრიგების ხლართვით დაკავებული ადამიანებისთვის საბაბი რომ არ მიმეცა, შეგნებულად არ მოვითხოვე ჩემთვის დოკუმენტის ქსეროასლის დამზადება, თანაც, როგორც გითხარით, იგი არ უნდა გასაჯაროებულიყო, რაც იმავდროულად ნიშნავდა იმასაც, რომ მისი ქსეროასლები არ უნდა ჰქონოდა ვინმეს, ხელისმომწერებსაც კი.

ამიტომ, ინფორმაციის მედიისთვის მიმწოდებელი, ბუნებრივია, უნდა ვეძებოთ მხოლოდ მათ შორის, ვისაც ეს დოკუმენტი ხელთ ეპყრა და ვისაც დაევალა დოკუმენტის ადრესატამდე მიტანა.

_ და ვის ეპყრა ხელთ ეს დოკუმენტები?

_არჩევნებამდე თავს შევიკავებ კონკრეტული გვარების დასახელებისგან, თუმცა, აშკარაა, რომ მათ, ვისაც მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ რეგიონსა და ცენტრს შორის პოლიტიკურ და საარჩევნო ურთიერთობაში არ ან ვერ შეძლეს წერილის სათანადო “პატრონობა” და ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობა.

მეორე _ საინტერესოა, რატომ არ აქვს წერილს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ხელმოწერა? მიუხედავად იმისა, რომ მედიის ფურცლებზე ის ეთანხმება წერილის შინაარსსა და მოთხოვნებს, მისი ხელმოწერა არ ფიქსირდება, რატომ შეცვალა მან გადაწყვეტილება?

მესამე _ დოკუმენტის ” ხელთმპყრობელთაგან” ვის “აწყობდა” და რა მიზანს ემსახურებოდა მისი საქვეყნოდ გაცხადება? აქ უკვე რამდენიმე ვერსია შეიძლება იყოს, თუმცა, დიდი არჩევანიც არ არის.

ზემოთ თქმული და ის, რაც ამჯერად არ ითქვა, მაფიქრებინებს, რომ წერილის შექმნა, მასზე ხელმოწერების დაფიქსირება თუ არდაფიქსირება, შემდგომ განვითარებული მოვლენები _ წერილის პოლიტიკურ ცენტრში ჩატანა-არჩატანა, მისი პატრონობა-არპატრონობა, მედიისთვის გადაცემა, რეალურად მიმართული იყო ამ პროცესში ჩართული ცალკეული ადამიანების წინააღმდეგ და მათ უფრო დასაპირისპირებლად. ვის აწყობდა ეს? რა თქმა უნდა, ყველა ამ კითხვაზე ჩემეული მოსაზრებები მაქვს, მაგრამ, როგორც გითხარით, არჩევნებამდე თავს შევიკავებდი ამისგან, თუმცა, ერთი პოპულარული ქართული ფილმის არ იყოს, “ამ ქალაქში ქურქის ქურდი ძნელი საძებარი არ უნდა იყოს”.

“ქართული ოცნების” გურიის შტაბის ხელმძღვანელი გოჩა მეგრელიშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოზურგეთში კოალიციაში არის დაპირისპირებები, მიმართვა მართლაც დაიწერა, თუმცა ადრესატამდე, სავარაუდოდ, ზვიად კვაჭანტირაძეს უნდა მიეტანა და ის არაფერ შუაშია:

_ იყო და ახლაც არის ჯგუფური დაპირისპირებები, თუმცა, პირობა დავდეთ და კაცური სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს, რომ ეს ამბავი არსად გავიდოდა და ვაკეთებთ ამ საქმეს ერთად, მუშაობენ კოალიციის წევრები, გარდა ბატონი ტიფოსი, რომელმაც დემონსტრაციულად დატოვა შტაბი. მედიაში საუბარი და ასე ტალახის სროლა ერთმანეთის მიმართ ჩემთვის მიუღებელია, ამას ჯობია, პიროვნულად გაარკვიონ ურთიერთობები. რა წერილი უნდა მიმეტანა ცენტრალურ შტაბში? მე რა, ფოსტალიონი ვიყავი?! არავის წერილების მიმტანი არ ვარ არავისთან, რატომ უნდა მიმეტანა?!

_ ბატონო გოჩა, ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ეს განცხადება თქვენ უნდა მიგეტანათ ცენტრალურ შტაბში…

_ მე წერილის მიუტანლად მქონდა ცენტრალურ შტაბში ამაზე საუბარი. ვთქვი, რომ იქ არის გაურკვევლობა, არ არის ერთსულოვნება, სამი თუ ოთხი ჯგუფია სულ სხვანაირად მოაზროვნე. მე ამათ მომრიგებელ-მოსამართლედ, არც გამგებლის მოსახსნელად და არც დასანიშნად არ ჩამოვსულვარ. მაქვს არჩევნების საკითხი ჩაბარებული, რომელსაც მივიყვან ბოლომდე. გარკვეული დაძაბული ფონის შესახებ განვაცხადე, მაგრამ წერილის თუ კონვერტის ჩასაგდებად არსად წავსულვარ.

_ თქვენ არ ადასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ ეს წერილი თქვენ გქონდათ?

_ არ ვადასტურებ, რადგან ნამდვილად არ მქონია. რაიონის საჭირბოროტო საკითხებზე ზრუნვა დეპუტატს ევალება და თუ მისატანი იყო წერილი სადმე, დეპუტატი მშვენივრად მოახერხებდა ამას. მე რატომ უნდა წამეღო? _ გვითხრა მეგრელიშვილმა.

“ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს” დასავლეთის ზონის კოორდინატორი ლაშა სამხარაძე მიმართვის არსებობას საერთოდ უარყოფს:

_ აზრზე არ ვარ, რა წერილზე და მიმართვაზეა საუბარი, არ ვფლობ ინფორმაციას!

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზვიად კვაჭანტირაძემ “გურია ნიუსთან” თავდაპირველად თქვა, რომ ეს განცხადება მას თვალად არ უნახავს და წერილი თბილისში სამხარაძემ და მეგრელიშვილმა წაიღეს, თუმცა, მალევე ამბობს, რომ წერილის ორიგინალი მას ირინა იმერლიშვილმა გააცნო:

_ მე ეს განცხადება რომ მენახა, ხელს მოვაწერდი; მე ხელი არ მომიწერია… ეს განცხადება თბილისში გოჩა მეგრელიშვილმა და დასავლეთის ზონის კოორდინატორმა ლაშა სამხარაძემ ჩამოიტანეს და მათ უნდა ჩაებარებინათ ცენტრალურ შტაბში.

_ გოჩა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მას ეს წერილი არ ჰქონია…

_ ამას გოჩა ვერ იტყვის, შენ ელაპარაკე და ასე გითხრა? ეს განცხადება ნამდვილად დაიწერა, გოჩა მეგრელიშვილს და ლაშა სამხარაძეს კი უნდა ჩამოეტანათ ცენტრალურ შტაბში, თუმცა, მე ამის შესახებ ვიცოდი. იმის შესახებაც ვიცოდი, რომ განცხადება მზადდებოდა, განცხადების ორიგინალი კი გადმომცა ირინა იმერლიშვილმა და გამაცნო; მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ.

_ ბატონო ზვიად, აცხადებთ, რომ საქმის კურსში იყავით და ეთანხმებით მათ მოსაზრებებს. მაშინ რატომ არ მოაწერეთ ხელი?

_ იმიტომ, რომ ოზურგეთში არ ვიყავი; მე რომ წავედი, მეორე დღეს დაიწერა ეს განცხადება.

_ ბატონო ზვიად, შეიძლებოდა თუ არა ეს განცხადება თქვენ მიერ გასაჯაროებულიყო?

_ რა თქმა უნდა, ეს განცხადება ჟურნალისტებთან ჩემი ხელიდან არ მომხდარა. მაგრამ ვისი ხელით მოხვდა, პრინციპში, ამას რა დიდი მნიშვნელობა აქვს?! მით უმეტეს, თუ იმ პერიოდში ამ განცხადებას ვუერთდებოდი? დასამალავად მინდოდა? ამას ვამბობ ღიად. ხელმოწერა არ არის, თორემ მე სიტყვიერად ვუერთდები განცხადების ავტორებს. შენ რატომ გამოგაქვს ასეთი დასკვნა, რომ მე თუ ხელი არ მაქვს მოწერილი, ჟურნალისტებთან მე მივიტანე ეს განცხადება? მიმაჩნია, რომ არჩევნებამადე იმაზე საუბარი რაც ამ განცხადებაშია, მიზანშეუწონელია. მე ყოველთვის დავეთანხმები კოალიციის მოსაზრებას და მის გვერდით დავდგები ყოველთვის.

“გურია ნიუსი” “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურ მდივანს ირინა იმერლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში უარყო მსგავსი მიმართვის შესახებ ინფორმაცია და ისიც, რომ მან ამ წერილის შინაარსი გააცნო ზვიად კვაჭანტირაძეს.

_ ირინამ გამაცნო წერილის შინაარსი თბილისშიო? არა, არა! მე როგორ გავაცნობდი, ჩემს სახელზე იყო განცხადება? არც შტაბის ხელმძღვანელი ვარ, ხომ? მე რა შუაში ვარ? ეს განცხადება თვალით არ მინახავს, შესაბამისად, ჩემს ხელში ვერ მოხვდებოდა.

_ ქალბატონო ირინა, თქვენ ამ მიმართვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობთ?

_ მე უნდა ვიცოდე?

_ ქალბატონო ირინა, თქვენ ამბობთ, რომ არ იცით არაფერი, ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე კი აცხადებს, რომ ეს განცხადება მას თქვენ გააცანით…

_ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ განცხადება, რომელიც არ არის ჩემს სახელზე, ცხადია, ჩემთან ვერ მოხვდებოდა.

ირინა იმერლიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რამდენიმე წუთში დაგვირეკა ზვიად კვაჭანტირაძემ და გაგვიცხადა, რომ თურმე, ეს წერილი მას ირინა იმერლიშვილმა კი არა, ელექტრონული ფოსტით ლაშა სამხარაძემ გააცნო.

_ ირინამ დამირეკა და ახლა გამახსენა დეტალები; ეს წერილი ჩემთვის მას არ მოუწოდებია. ეს წერილი გადმომიგზავნა ლაშა სამხარაძემ იმეილით. არა, მართლა არაფერ შუაში არაა ირინა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, _ გვითხრა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს ” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას, რომელიც ამბობს, რომ მიმართვაზე მის მაგივრად სხვისი ხელმოწერაა.

_ ამ განცხადებაზე მე არ მომიწერია ხელი და საიდან აღმოჩნდა ჩემი ხელმოწერა ზედ, ნამდვილად არ ვიცი.

_ სხვამ მოაწერა თქვენს მაგივრად ბატონო დავით?

_ რა ვიცი მე, ან მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! არ ვეძებ, სხვათა შორის… ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცალსახაა, ცნობილია და მთელმა საქართველომ იცის ჩემი დამოკიდებულება კოტე შარაშენიძის მიმართ. მე ხელი არ მომიწერია. სწავლობს პროკურატურა ამ ადამიანის საქმიანობას და რა ხდება ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გეტყვით. მე ერთი ის ვიცი, რომ ასეთი განცხადებით გამგებლის მოხსნა არ შეიძლება, ეს, ორჯერ ორი რომ ოთხია, ისეა და ხომ უნდა ვიცოდეთ?!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სახელმწიფო სახსრებით შეძენილი ყველაზე ძვირადღირებული მანქანა საპატრიარქოს გადაეცა

ნარმანია და ზაქარეიშვილი მოსახლეობას ხვდებიან

ყველა სიახლე

ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

17:09; 9.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:09; 9.02.2026
საზოგადოება

“დანარჩენს გამოძიება გვეტყვის”- რა მოხდა ჩოხატაურის ერთ-ერთ სკოლაში

15:27; 9.02.2026
საზოგადოება

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

13:20; 9.02.2026
ფინანსები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

13:14; 9.02.2026
საზოგადოება

სიმონ ჯანაშია _ ის, რაც ნგრევისკენ არის მიმართული, უნდა გაჩერდეს

12:22; 9.02.2026
სამართალი

პოლიციელმა სამსახურებრივი იარაღით თავი მოიკლა _ შსს განცხადებას ავრცელებს

11:59; 9.02.2026
საზოგადოება

არ გამოგრჩეთ — საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

11:17; 9.02.2026
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9.02.2026
საზოგადოება

“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

10:52; 9.02.2026
ზაფრანი

ასტროლოგია და კომერციული ნიჭი   

9:58; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო