(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 25 ივნისს, 00 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორები, 26 მაისის აქციის დროს დაკავებულმა თითქმის ყველა მსჯავრდებულმა დატოვა. საკნები დატოვა ჩოხატაურის პოლიციის განყოფილებაში მოთავსებულმა ხუთმა პატიმარმა, სამი კი ისევ პატიმრობაში რჩება. დაკავებულებმა და მათმა ახლობლებმა, ჩვენთან საუბარი არ ისურვეს, უფრო მეტიც, როცა გაიგეს, ჟურნალისტები ვიყავით, სასწრაფოდ განგვერიდნენ.
_ არც გადამიღოთ და არც რაიმე ჩაიწეროთ, არც ჩვენგან და არც ჩვენი პატიმრებისგან. საერთოდ არ მოგვიახლოვდეთ, _ კატეგორიული ტონით გვითხრა ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედამ, რომლის ვინაობის დასახელებისგან თავს ვიკავებთ (ქალბატონი, ალბათ, შემდგომ გართულებებს მოერიდა).
თუმცა, ერთ-ერთი მსჯავრდებულის ახლობელი კმაყოფილია “გურია ნიუსში” მაისის აქციების რეალური სურათის ჩვენებით: _ ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენს გაზეთში 26 მაისის აქციების გაშუქებით.
ჩვენთან კონტაქტს ერიდებოდნენ პატიმრებიც. ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ძალიან გახარებულები და ბედნიერები არიან.