ანდერს ფოგ რასმუსენისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას შეეხებოდა.
“ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ჩვენი გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. საქართველო, ნატოს წევრი ქვეყანა, ყველა საჭირო კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ გახდება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. ჩვენ საქართველოსთან ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვთანამშრომლობთ, რათა ხელი შევუწყოთ ყველა საჭირო რეფორმის განხორციელებაში.
ნება მომეცით კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი პოზიცია საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. ეს გადაწყვეტილება ისევ ძალაშია. რა თქმა უნდა, მათ ყველა საჭირო კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ და ალიანსში გაწევრიანების სურვილი უნდა ჰქონდეთ,” _ აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.