აქცია სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ამაშის პოლიტ-მატიმარი მელორ ვაჩნაძეც მონაწილეობდა. თვითმხილველთა განცხადებით, ვაჩნაძემ დაზარალებულთაგან ერთ-ერთი ქუთაისის ბაღში გაიყვანა. თავდაპირველად საუბრობდნენ. თუმცა, მოგვიანებით ამ ახალგაზრდას ცემა დაუწყეს და უგონო მდგომარეობაში ჩააგდეს.
თავად მელორ ვაჩნაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს. მისი თქმით, არანაირ გარჩევაში და ცემაში მონაწილეობა არ მიუღია.
“იქ ვიყავი და უბრალოდ ფოტოებს ვიღებდი. არანაირ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიმიღია,” _ განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.
როგორც “გურია ნიუსს” შს სამინისროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლით მიმდინარეობს.
“როგორც ვიცი საქმე ცემის ფაქტს ეხება და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს,” _ განაცხადა გიორგობიანმა.