14 წლის საბა მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულს, ერეკლე ცანავას, 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე 14 წლის საბა მამფორია მოკლეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. დაჭრის ფაქტს 20-მდე მოზარდი ესწრებოდა. მიღებული დაზიანების გამო ზაზა მამფორია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.
დაპირისპირება, სტადიონიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გორაკზე მოხდა. შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა, 21 ნოემბერს კი დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სასაუბროდ და შესარიგებლად შეხვდნენ. ადგილზე ვითარება დაიძაბა, მკვლელობაში ბრალდებულმა, იქ შემთხვევით მოხვედრილი საბა მამფორია ე.წ სპიცით რამდენიმე ადგილას დაჭრა.
მომხდარიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ 14 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ერეკლე ცანავა დააკავა.
ცანავას დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა, მკვლელობა სხვისი ჩადენილია და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.