“სოფლებში ოჯახში მიწერილი არიან ადამიანები, რომლებიც იმ ოჯახში არ ცხოვრობენ და არც ამ ოჯახის წევრები იცნობენ ამ ადამიანებს. საარჩევნო კომისიიდან, ოლქიდან მივიღეთ პასუხი, რომ ეს ადამიანები სხვა სოფელში ცხოვრობენ და მათ მისამართები შეუცვალეს. მინდა გითხრათ, რომ იმაზე უარესადაა საქმე, ვიდრე ეს “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო,” _ აცხადებს ნაცვალაძე.
მისივე თქმით, ბურჯანაძის პარტიას ოზურგეთში ორი პოლიტიკური გაერთიანება – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური ოცნება” “შეხმატკბილებულად” ებრძვიან.
მან პრეტენზიები საკრებულოს დეპუტატის და “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერ დიმიტრი კვერღელიძის მისამართითაც გამოთქვა.
“ვერ დავეთანხმები ბატონ დიმიტრი კვერღელიძეს იმაში, რომ “ქართული ოცნება” ოზურგეთში საპრეზიდენტო არჩევნებს 65 პროცენტით იგებს. ეს არის სიცრუე. არ გვინდა წინასწარ პროცენტებზე ვისაუბროთ. თუმცა, გეტყვით, რომ ბურჯანაძის რეიტინგი ოზურგეთში საკმაოდ მაღალია.
ასევე მინდა, განცხადება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რაც ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის ღონისძიების დროს მოხდა – სოფლის ცენტრში ნინო ბურჯანაძის ბანერი უკანონოდ ჩამოაგდეს და დააზიანეს.
ამასთან, კარგად იცით, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის პერიოდში, მხარს ვუჭერდი დიმიტრი კვერღელიძეს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს შევახსენო ბატონ დიმას, რომ როცა ის სახელისუფლებო რესურსის არ გამოყენებაზე საუბრობს, ეს არასწორია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით როგორ იყენებს “ქართული ოცნება” ადმინისტრაციულ რესურსს. ჩვენ გვაქვს უამრავი ფაქტები, როცა ხელისუფლება მიდის მოსახლეობასთან და “ქართული ოცნების” მხრადაჭერისაკენ მოუწოდებს, რატომ არ საუბრობს ამაზე დღეს დიმიტრი კვერღელიძე?!” _ განაცხადა ნაცვალაძემ.
მან ასევე, წინასარჩევნოდ გადაბირებებსა და ზეწოლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები ნამდვილად არსებობს. თუმცა, ამაზე მისივე თქმით, განცხადებას არჩვენების შემდეგ გააკეთებს.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, საკრებულოს დეპუტატი დიმიტრი კვერღელიძე ლელა ნაცვალაძის ბრალდებებს პასუხობს:
“ლელა ნაცვალაძის განცხადებით, თურმე წინასარჩევნო პროცესები დაღვევებით მიმდინარეობს, და ამაზე მე ხმას არ ვიღებ, ეს არასწორია. დარღვევებზე კომენტარის გაკეთებას არასდროს არ მოვრიდებივარ და არც მოვერიდები., თუ სადმე არის ასეთი ფაქტები, მოვა მაგისი დროც,” _ უთხრა კვერღელიძემ “გურია ნიუსს”.