“ჩვენი ცნობიერების საყრდენი და ათვლის წერტილი არის მსოფლიო კლასის განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესი, პროფესიონალიზმი და შემართება, წარმატებული სახელმწიფო და წარმატებული ხალხი. ვიღებ რა მხედველობაში არსებულ სინამდვილეს, ღრმა გააზრებითა და ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით მინდა განვაცხადო, რომ დღეს იმ ამოცანების შესრულება და ცხოვრებაში დანერგვა, რომლებიც გვესახება გარდაუვალ პრობლემად, საუკეთესოდ შეუძლია შეასრულოს მარათონში მონაწილე მხოლოდ ორ გუნდს – “დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს” და კოალიცია “ქართულ ოცნებას”.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროგრამის საყრდენი წერტილები და პრიორიტეტული მიმართულებები თანხვდენილია “ქართული ოცნების” პრიორიტეტულ მიმართულებებთან, გადავწყვიტე ჩემი ხმა მივცე კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელს – პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ გიორგი მარგველაშვილს,“ _ განაცხადა გიორგი ჩიხლაძემ.