ამასთან, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ამავე ოლქში 62 საარჩევნო უბანზე რამდენიმე ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლება დაკარგა. კერძოდ, ამომრჩეველა სია საარჩევნო უბანის შიგნით იყო გამოკრული, რის გამოც, რამდენიმე ამომრჩეველს მარკირება უბანზე შესვლისას გაუკეთეს, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ისინი აღნიშნულ უბანში არ იყვნენ რეგისტრირებულნი.
ამის გამო მათ ხმის უფლება დაკარგეს. აღნიშნულ დარღვევაზე შესაბამისი აქტი შედგა და ამ დროისათვის სარეგისტრაციო სია უბნის გარეთაა გამოტანილი.
ამასთან, რუსთავის მე-15 საარჩევნო უბანზე “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა ბლოკნოტიდან 2 ბიულეტენი თვითნებურად მოხია, რის გამოც იგი საარჩევნო უბნიდან გააძევეს. ხოლო, ბიულეტენი განადგურდა.
ამავე ოლქის მე-12 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა დიდი ნაკადის გამო რიგები წარმოიქმნა, რამაც მცირე პრობლემა წარმოშვა.
ამასთან, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, რუსთავის 41-ე უბანზე საარჩევნო უბნის გახსნინსას დარღვევა დაფიქსირდა. კერძოდ, საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლები არ ჩააგდეს და ისე მიაღებინეს პირველ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობა.