არ შეიცვალა ერთი რამ, წელსაც ახალი სოფლის რწმუნებულები შეინიშნებიან საარჩევნო უბნებზე, იგულისხმება საარჩევო უბნის ტერიტორია, არ დაფიქსირებულა აგიტაციის ფაქტი, მაგრამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების მიუხედავად საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიას არ ტოვებენ.
ასევე ორ უბანზე, #26-სა და #24 საარჩევო უბანზე დაფიქსირდა კომისიის წევრების მიერ უბნის დატოვების ფაქტი. როდესაც ვიკითხეთ, თუ რატომ დატოვა საარჩევნო უბანი კომისიის წევრმა, გვითხრეს, რომ საპირფარეშოში გავიდნენ, ჩვენ შევნიშნეთ, რომ ისინი მაღაზიაში იმყოფებოდნენ რაზეც გვიპასუხეს, რომ ალბათ გზად გადაუხვიეს.