– ამ უბანზე რამდენიმე წუთის წინ, პეტრე ცისკარიშვილი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია უბანზე კანონდარღვევის შესახებ; როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ასმათ ალხანაშვილმა განაცხადა, ცისკარიშვილის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი; მისი თქმით, პეტრე ცისკარიშვილი უბანზე მისვლისთანავე კენჭისყრის კაბინაში შევიდა, სადაც, აღმოჩნდა რომ საილუსტრაციო ბიულეტენში ნინო ბურჯანაძის საარჩევნო ნომერი იყო შემოხაზული. ალხანაშვილი ამბობს, რომ კომისიის წევრებმა სულ რამდენიმე წუთით ადრე შეამოწმეს კაბინებში საილუსტრაციო ბიულეტენები და იქ ეს დარღვევა არ დაფიქსირებულა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ერთი საათის წინ, დუისის ოცდამეექვსე უბანზე, კომისიის წევრებმა კაბინაში შემოხაზული საილუსტრაციო ბიულეტენი დააფიქსირეს, იქაც ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ.