მისი თქმით, რეგისტრატორმა ნონა ძარიამ რამდენიმე ამომრჩეველს ხმა პროცედურის დარღვევით მიაცემინა.
“კონკრეტულად, ძარიამ ერთ-ერთ ამომრჩეველს სხვის მაგივრად მიაცემინა ხმა. არც პასპორტი და არც ამომრჩევლის ბარათის ნომერი არ შეუმოწმებია. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მანამდე ამავე რეგისტრატორმა ამომრჩეველს პასპორტი არ მოსთხოვა და უპასპორტო ადამიანს მისცა ბიულეტენები და დააფიქსირებინა არჩევანი. ამ ამომრჩეველს პასპორტი კი ჰქონდა, მაგრამ რეგისტრატორს მისი შემოწმება არ მოუთხოვია. ამ შემთხვევებზე უკვე დაწერილია საჩივრები”, _ ამბობს ჯღარკავა.
მისივე თქმით, დარღვევა დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებითაც.
“გადასატან ყუთს გაყვნენ და სხვის მაგივრად მიაცემინეს ამომრჩეველს ხმა. ზოგადად პროცესი კი დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. მთლად სიმშვიდე არ არის. დაჭიმული სიტუაციაა”,_ უთხრა “გურია ნიუსს” ჯღარკავამ.