“მარნეულში ერთ-ერთ უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ბეჭედზე ნაკვეთურის გაკეთებისას ხელი გაიჭრა და ისე გამწარდა “ერთი თქვენიც და არჩევნებისაცო…”, სხვა ბეჭდებს ნაკვეთურები აღარ გაუკეთა და ისე განაგრძო პროცესი. წესით, უნდა გაუქმდეს ამ უბნის შედეგები.”
“დედოფლისწყაროში გადასატანი ყუთი, წესისამებრ, ორმა კომისიის წევრმა წაიღო, თუმცა 1 საათში უკან მობრუნდნენ ბიულეტენები დაგვრჩაო.”
“ე.წ. მატროსოვის ციხეში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა”
“ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს შენობა, რომელიც წლების განმავლობაში წითელი ფერის იყო, დღეს თეთრად გადაღებეს.”
“ვაკეში დამკვირვებელი დაიჭირეს ერთ ხელზე 4 თითი ქონდა მეორეზე ერთი და აგიტაციაში ჩაუთვალეს, პროსტა ვერ ადგენენ ვისისტია”
“კომენტატორი სანდრო ცნობილაძე არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს… მისი და ცესკოს ცხელი ხაზის დიალოგი:
სანდრო – გამარჯობა, თუ არ შეწუხდებით იქნებ ამიხსნათ რატომ ვარ მოხსნილი რეგისტრაციიდან?
ოპერტორი– (ხმაზე მაქსიმუმ 30 წლის) მე რა ვიცი შვილო!!! რატომ ხარ მოხსნილი, ალბათ დააშავე რამე!!! იუსტიციის სახლმა მოგხსნა და იქ დარეკე, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ არაფერი შეიცვლება.”
“დმანისის 43-ე უბანზე ჩაყარეს ბიულეტენები. ფაქტი გადაღებულია.”
“ვდებ, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილის ესემესს, რომელიც ნაცნობმა მიიღო მამა ტარიელის ტელეფონიდან.
„ხმა ღვთისა და ხმა ერისა. პატრიარქის ლოცვით უფალმა ინებოს და ხვალ საქართველოს მოსახლეობამ აღიაროს ღვთის ნება და აირჩიოს გიორგი ამრგველაშვილი. წმინდა გიორგი იყოს წინამძღოლი სრულაიდ საქართველოსი ტოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა ამინ!”