ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ 2003 წლის 23 ნოემბერს, როცა დათმობაზე წავიდა იმ ოპოზიციონერების წინაშე, რომლებმაც, “ხავერდოვანი რევოლუცია” მოაწყვეს და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ.
ტელევიზიით გამოსვლისას შევარდნაძემ განაცხადა: “მე მივდივარ სახლში.” კითხვაზე, თუ ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, მან თქვა: “ეს ჩემი საქმე არ არის.”
მაშინ, ერთი დღით ადრე, შევარდნაძემ განაცხადა, რომ მზად იყო, ოპოზიციის ლიდერების მთავარი მოთხოვნები განეხილა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ჩათვლით, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაგვიანებულია.
პირველი ნიშნები, რომ ის გადადგებოდა, მაშინ გამოჩნდა, როდესაც არმიის და პოლიციის ნაწილებმა ოპოზიციის მხარეზე დაიწყეს გადასვლა.
როდესაც სააკაშვილს ჰკითხეს, იყო თუ არა მზად მოლაპარაკებებისათვის, მან განაცხადა: “უკვე გვიანაა.”