შეგახსენებთ რომ ქუთაისში 127 საუბნო საარჩევნო უბანი იყო და 158 000 ამომრჩეველი. რომელთაგან, საკუთარი არჩევანი, მხოლოდ 61 179-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. რაც საერთო რაოდენობის 38.74%-ს შეადგენს.ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წელს ქუთაისში ამომრჩევლის დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.