ავღანეთში კენჭისყრა ორ უბანზე ჩატარდა. საარჩევნო უბან “ერედვზე” ლიდერობდა დავით ბაქრაძე და მას ჰქონდა 318 ხმა, ხოლო გიორგი მარგველაშვილს – 285. საარჩევნო უბან “ლეზერნეკზე” კი გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა 415 ხმა, ხოლო დავით ბაქრაძემ 278 ხმა. დანარჩენმა კანდიდატებმა კი ბევრად ნაკლები ხმები დააგროვეს.
ავღანეთში ჩატარებული არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ახლა მიმდინარეობს.