“ვერ ქარმოვიდგენდი თუ ნაცმოძრაობა 17-18%-ზე მეტს მიიღებდა. იმედი მაქვს, რომ მათ ეს მაღალი პროცენტი პასუხისგმებლობას გაუზრდის მათ”, _ განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის ამ მოსაზრებას იზიარებს გიორგი მარგველაშვილიც, რადგან როგორც თვითონ ამბობს მისი და ბიძინას აზრები ემთხვევა.
“მე და ბიძინას ერთნაირი ხედვა და ანალიზი გვაქვს. მე ვამბობდი, რომ თუ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება იქნებოდა, 70%-ს უნდა გადავცდენოდით, მარგამ ამას აქვს თვისი მიზეზები და ამის ანალიზი საინტერესოა ექსპერტებისთვის. მათი 100% ამბობდა რომ მეორე ტური იქნებოდა და სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ ჩაუღრმავდებიან, ჩვენ რატომ არ გვევგონა რომ მეორე ტური იქნებოდა”, _ განაცხადა მარგველაშვილმა.