მისივე თქმით, მთავრობა ამას გადაამოწმებს და კომპანიას უჩივლებს.
“ესაა აღმაშფოთებელი. რუსეთს მოვუწოდებ თავი შეიკავონ ასეთი საქციელისგან,” _ აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ “რუსეთთან პერსპექტივა ძალიან რთულად ჩანს”.
“ეს არ იქნება მარტივად დასალაგებელი და არაა მარტივი ამოცანა. წინა ხელსუფლების უგუნური ქმედების შედეგია ეს. ჩვენ ახლა ჩიხში ვართ ამათ გამო.
დარწმუნებული ვარ ნაბიჯ-ნაბიჯ დავალაგებთ მეზობელთან ურთიერთობებს, მაგრამ ამას დრო უნდა,” _ განაცხადა ივანიშვილმა.