“რატო უნდა შეწყვეტილიყო, რა ქვეყანა გაჩერდა კანონი გაუქმდა თუ სასამართლოები არ არსებობს თუ რა ხდება?”, _ განაცხადა ქუცნაშვილმა.
“მოსამართლე გასცემს ბრძანებას მოსმენის ჩატარების თაობაზე. მისი ბრძანების გარეშე, მოსმენის ჩატარების უფლება, მხოლოდ სამძებრო ორგანოებს აქვთ, იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი აუცილებლობით არის ნის ნაკარნახევი და ამ შემთხვევაში ის ვალდებულია 24 საათში შეიტანოს ამის შესახებ განცხადება მოსამართლესთან. ასე რომ ეს საკითხი თავიდან ბოლომდე სასამრთლოს გავლენის ქვეშაა მოქცეული”, _ აღნიშნავს უმრავლესობის დეპუტატი.
შეგახსენებთ რომ “ფრანს პრესმა” ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა მოსახლეობის სატელეფონო საუბრების მოსასმენად შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის “ერიქსონის” ტექნოლოგიებს იყენებდეს.