“ვხედავთ, რომ დევნილთა სამინისტრო დიდ ყურადღებას იჩენს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები დევნილების მიმართ. ჩვენც ხომ დევნილები ვართ, რახან ქუჩებს არ ვკეტავთ, აქციებს არ ვაწყობთ, ჩვენ ყურადღება არ გვჭირდება?
აბაშაში, ყოფილი რუსული სკოლის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად უკვე ორი წელია აწუხებს კანალიზაციის პრობლემა. ფეკალური მასა გარეთ იღვრება, ეს ხომ სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას შეუწყობს ხელს. უკვე რეალური საშიშროების წინაშე ვდგებით.
მინდა, თქვენი საშუალებით კიდევ ერთხელ მივმართო დევნილთა მინისტრს, ნუ დაემსგავსებით კობა სუბელიანს, აბაშის გვერდის ავლით მეზობელ რაიონებში დადიოდა, აქ კი ერთხელაც არ ჩამოსულა. ასეა ახლაც. მოგვაქციეთ ყურადღება, აბაშაშიც ვცხოვრობთ დევნილები!” _ უთხრა “გურია ნიუსს” ნაირა ბენიძემ.