უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი კარგი მენეჯერი იქნება, რომელიც ახალ ძალას შეიტანს გუნდში და კოორდინაციას გაუწევს მთავრობისა და პარლამენეტის ურთიერთობას.
შესაძლოა, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ხვალვე პოლიტ-საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდეს ცნობილი.
“ხვალინდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ პრემიერის ახალ კანდიდატურაზე. ეს ალბათ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება. ალბათ, უკვე ხვალვე მოხდება, საბოლოდ ჩამოყალიბება და შესაძლოა გაცხადებაც, ახალი პრემიერის კანდიდატურის შესახებ.
დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატი, რომელიც უმრავლესობასთან შეთანხმებით შეირჩევა, მთავრობის მეთაურის ინიციატივით, იქნება კანდიდატი, რომელიც ნამდვილად შეძლებს გაუძღვეს ახალი კონსტიტუციით იმ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებას, რომელიც ახალ პრემიერ- მინისტრს დაეკისრება.
იმედია, საქართველოს ისეთი პრემიერი ეყოლება, რომელიც ახალ ძალას და ენერგიას შემატებს პარლამენტის და მთავრობის კოორდინაციას. რომელიც კარგი კომუნიკაციის და მენეჯმენტის უნარით იქნება აღჭურვილი,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ.