“არანაირი შეხვედრა, არანაირი კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არა მაქვს კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებთან. ასეთი ურთიერთობა არ მაქვს უკვე თვენახევარია”, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ტიფო მიქატაძემ.
“ეროვნული ფორუმის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, შოთა გოგიბერიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრა არ შემდგარა.
“რაიმე სპეციალური შეხვედრა არ ყოფილა. კოალიციურ შეხვედრაში რას გულისხმობთ არ ვიცი? ვისი ინიციატივით უნდა ყოფილიყო მსგავსი შეხვედრა? ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა, რომელიც აწვდის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრს და შემდეგ პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს. ეს კანონი ძალაში შევა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ”, _ გვითხრა შოთა გოგიბერიძემ.
“თავისუფალი დემოკრატების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დიმიტრი კვერღელიძე ამბობს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დასახელების შემდეგ კოალიციაში გუბერნატორების კანდიდატების საკითხი განიხილება.
“როგორც აღმოჩნდა პირველი ამოცანა მთავრობის ქვეყნის წინაშე იყო, რომ შერჩეულიყო ახალი პრემიერ-მინისტრი და დღეს მართლაც ღირსეული კანდიდატი შეირჩა და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეყოლება ღირსეული პრემიერ-მინისტრი. დარწმუნებული ვარ მომავალი გუბერნატორების კანდიდატურები ასევე იქნება შეთანხმებული კოალიციურ რეჟიმში. მე დღეს დავასწარი მოვლენებს და ვთქვი, რომ მხარს ვუჭერ დავით დარჩიას კანდიდატურას”, _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.



























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)









