“ჩვენ არავის არ ვექიშპებოდით და არ ვემიჯნებოდით, ყველაფერი კეთდებოდა საერთო საქმისთვის, ჩვენი მიზანი არ იყო ვინმესთვის კონკურენცია და ჯიბრში ჩადგომა, იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ გუბერნატორი აგვერჩია და ამ პოსტზე მისთვის მხარი დაგვეჭირა. დარბაზის კარი იყო ღია და ვისაც სურვილი ჰქონდა თავისი ნებით გვიერთდებოდა. რაც შეეხება კვერღელიძეს,. მას რომ ამბიცია აქვს, რომ მან მოიგო არჩევნები ჰქონდეს კაცო, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის, თვითონ იყოს მაგაში დარწმუნებული, ხალხი ყველაფერს აკვირდებოდა და იციან ვინ დადიოდა ჩვენთან დარბაზში და ვინ დადიოდა მასთან შტაბში, მან არ იცის ეს? ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს დიმიტრი კვერღელიძესთან, არც შტაბთან, არ შევხებივართ მის პიროვნებას არასდროს და რატომ გვეხება? დამთავრდა არჩევნები და დარბაზი დაიხურა, ჩვენ მეგობრები ვრჩებით, არ ვერევით პოლიტიკაში, აპოლიტიკურები ვართ და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი სახელები შეურაცხყოს, მით უმეტეს დიმიტრი კვერღელიძეს, რომელიც ვერ ხედავს რა გააკეთა დარბაზმა წინასაარჩევნოდ?”, _ აცხადებს მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზის დამფუძნებელი გელა კობალაძე.
“დიმა კვერღელიძის ეჭვიანობას რაც შეეხება, რომ ჩვენ თურმე ვიღაცას ვუჭერთ მხარს გუბერნატორის პოსტზე, ჩვენ არავის არ ვუჭერთ მხარს. თუ მას აქვს რაიმე სათქმელი, მოიწვიოს დებატები და დაჯდეს ჩვენთან ერთად პირისპირ დებატებში. ჩვენ ვქენით მეტი წილი თუ შტაბმა ამაზე ჩვენ გამოკითხვები არ ჩაგვიტარებია, ამის შედარება არ მოგვიხდენია, თუ მაგაზე აქვს პრეტენზია, რომ მან მოიგო არჩევნები, მან ერთი მის სოფელში მოიგო არჩევნები და მერე საკრებულოში”, _ ამბობს მხარდამჭერთა დარბაზის დამფუძნებელი ვასილ ვაშალომიძე.
” კიდევ ერთი ფაქტორი, ის რომ ჩვენთან ინტენსიური კავშირი ჰქონდა დარჩიას და მაგი ერთხელაც არ მოსულა და არავისთან არ ჰქონია ურთიერთობა და კონტაქტი.
“დიმა კვერღელიძე არ იყო შტაბში დაპირისპირება რომ ჰქონდათ? რამდენიმე თვის წინ კარვები რომ ჰქონდათ გაშლილი გამგეობის წინ? და ის მოთხოვნები რომ ჰქონდათ დარჩია და შარაშენიძე არ გვინდაო? დიმა არ იყო მაგ დაპირისპირების ერთერთი მონაწილე? არცერთი საღად მოაზროვნე ოზურგეთელი ყველა ანტიპატიურად იყო განწყობილი მაგ კარვების, ჯერ ერთი იმ პიროვნების მიმართ ვისი იდეაც იყო მაგ კარვების დადგმა ოზურგეთში, მთელ ოზურგეთს ეზარებოდა მაგ კარვებისკენ გახედვა, ვინც მაგი მოიფიქრა და მხარი დაუჭირა.”
_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ კარვების ერთ-ერთი მხარდამჭერი დიმა კვერღელიძე იყო?
_ნამდვილად იყო ერთერთი მხარდამჭერი მაგ კარვების. საკრებულოს თავმჯდომარეობა, რომ უნდოდა და ამაზე რამხელა ხმაური ატყდა, გამგებელს ებრძოდა, იყო კარვების მონაწილე და ამასაც ვერ მიაღწია, სოფელში მაჟორიტარობა უნდოდა და მისმა სოფელმა არ დაუჭირა მხარი მას და მას ვისზე რა აქვს სათქმელი? ეს ვიცით არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა ოზურგეთელმა, -აცხადებენ დარბაზის დამფუძნებლები.