ისინი ხვალ საზოგადოებასთან 5 წლიან დუმილს დაარღვევენ და მოყვებიან დეტალებს, რომელზეც ადრე არ საუბრობდნენ. ჯინჭარაძის ოჯახის წევრები ასევე უპირისპირდებიან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ლადო გურგენიძეს, “ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთ მეწილეს გიორგი გოგუაძეს და ასევე ყოფილ მაღალჩინოსნებს.
“გურია ნიუსმა” ამ ფაქტის გარკვევა ლიბერთი ბანკში სცადა, თუმცა იქ გაგვიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებულია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი კომენტარს ვერ გააკეთებდა. მათვე გაგვიცხადეს, რომ მას ვერც ტელეფონზე უკავშირდებოდნენ.
ჩვენ მათ ვთხოვეთ ასევე, რომ მოეცათ მისი პირადი ნომერი, რათა მოგვიანებით თავად დავკავშირებოდით, თუმცა ამ თხოვნაზე უარი მივიღეთ.
დავუკავშირდით საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურსაც, სადაც გაგვიცხადეს, რომ ყველა საკითხს ხვალისთვის დაგვიზუსტებენ.
“გურია ნიუსი” ამ თემას ხვალ კიდევ ერთხელ მიუბრუნდება.