შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ უმცირესობის წევრს აკაკი ბობოხიძეს “ნაბიჭვარი” უწოდა და დაემუქრა. შემთხვევა იზორიას მოხსენებით გამოსვლისას მოხდა.
მის მოხსენებას უმცირესობის დეპუტატების მხირდან, რეპლიკები და შენიშვნები მოჰყვა. მიხეილ მაჭავარიანს ლევან იზორიამ მოუწოდა, რომ ხელს ნუ შეუშლიდა, რაზეც მაჭავარიანმა მას “ნოტაციების კითხვის” შეწყვეტა სთხოვა.
ამ ფაქტს აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა, რომელმაც შს მინისტრის მოადგლეს ასე მიმართა – “ნოტაციები ბებიაშენს წაუკითხე”, რაზეც იზორიამ უპასუხა:
“ბობოხიძე, შენ მაგ სიტყვებს არ გაპატიებ! უყურე ამას! მაგ სიტყვებს არ ვაპატიებ, ნაბიჭვარი ეს!”
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სესია აღნიშნული დაპირისპირების გამო შეწყვიტა.