https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მარგველაშვილის საინაუგურაციო სიტყვა _ “ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი”

10:11; 17.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ აღჭურვილი უდიდესი პასუხისმგებლობით, დარწმუნებული საკუთარ ძალებში, თანამებრძოლებსა და, რაც მთავარია, ჩვენს ხალხში. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს თანამოაზრეებს, მათ, ვის თანადგომასაც განუწყვეტლივ ვგრძნობდი წინასაარჩევნო პერიოდში. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს და კოალიციის თითოეულ წევრს. მადლობას ვუხდი მთელ საზოგადოებას, ყველას, ვინც პოლიტიკური პოზიციების მიუხედავად გულწრფელად ცდილობს ემსახუროს სამშობლოს. დღეს ხალხის ნებამ გაიმარჯვა. ეს გამარჯვება გამოიხატება დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციაში. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების პრეცედენტის შექმნით ჩვენ შევძელით სახელმწიფოებრივი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლა. დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი და დაიწყო თანამედროვე ტიპის დემოკრატიის მშენებლობა, რითიც ახალი, ევროპული ტიპის პოლიტიკურ კულტურას დავუდეთ სათავე. ქართველი თავისი ინდივიდუალური შეგნებით ევროპელია, თავისი ბუნებით დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია. მაგრამ ჩვენ აქამდე ვერ ვახერხებდით, რომ ჩვენი ევროპელობა – სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ განზომილებაში გადაგვეტანა. შარშანდელი პირველი ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შევძელით ჭეშმარიტად ევროპული პოლიტიკური პროცესებისთვის დაგვედო სათავე. ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გაგვაერთიანა. ერთიანობით ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეუძლებელი ჩანდა – მშვიდობიანად, არჩევნებით საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს. ამისშემდეგჩვენარამხოლოდშევინარჩუნეთდაგანვამტკიცეთსტაბილურობაქვეყანაში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საგანამანათლებლო, სოციალური პროექტები, არამედ მოვახერხეთ მაღალი დემოკრატიული სტანდარტების არჩევნების ჩატარება. ამ არჩევნებში ჩვენმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბუნებრივია, ნებისმიერ საპრეზიდენტო არჩევნებში არის მხოლოდ ერთი გამარჯვებული, მაგრამ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა:

როგორც რეზიდენტი, მე ვემსახურები თითოეულ თქვენგანს. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ერთნაირად ვიქნები უფლებათა დაცვის გარანტი.

რა პოზიციებიც არ უნდა ჰქონოდათ მოქალაქეებს არჩევნების დროს, ჩვენ ყველას გვაერთიანებს საერთო მიზანი – მშვიდობიანი, გაერთიანებული, დემოკრატიული, განვითარებული და ლაღი საქართველო. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ხელისუფლება: განუხრელად იზრუნებს დემოკრატიული მმართველობის ტრადიციის დამკვიდრებისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიკურ წინსვლაზე. ხელისუფლების უმთავრეს მიზნად ჩვენ ვისახავთ თითოეული ადამიანის კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური აღმავლობა ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ეს გაგვიმარტივებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და განაპირობებს ქვეყნის სანდო საერთაშორისო პარტნიორად ჩამოყალიბებას. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს ჩვენ ვთავაზობთ: ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება. ჩვენი პრიორიტეტია დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში. მანამდე კი – მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდთან ერთად ვიღებ ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებლობას. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ, რომ ვიზრუნებ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ჩვენ მუდამ მზად ვიქნებით გარეშე საფრთხეების მოსაგერიებლად. ამავდროულად, ნებისმიერი საერთაშორისო თუ შიდა პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა ქვეყნის უცვლელი კურსია. როგორც სახელმწიფოს მეთაური, აქტიურად ვიმუშავებ საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად; ხელს შევუწყობ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სანდო პარტნიორად დამკვიდრებას. ასევე ვიქნები დემოკრატიის პროცესის გაღრმავების ხელშემწყობი და საზოგადოების ყველა ფენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი. ჩემი საგანგებო ზრუნვის საგანი იქნება იმ მოქალაქეთა ინტერესები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. როგორც პრეზიდენტი, ვიქნები საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების დაცვის გარანტი. ამავდროულად განუხრელად დავიცავ საქართველოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კონსტიტუციურ უფლებებს. სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩვენ მარტო არა ვართ. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდით მეგობარი ქვეყნების თანადგომას. ოკუპირებულ ტერიტორიათა არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკა, საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები, ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროექტებში მონაწილეობა სწორედ ამ ურთიერთობებს ეფუძნება. საქართველოს მოქალაქეთა სახელით დიდ მადლობას ვუხდი მეგობარი ქვეყნების ხალხებს და მთავრობებს ამ თანადგომისთვის. ჩვენი საერთაშორისო კავშირები განმტკიცდება და უფრო ქმედით სახეს მიიღებს. ევროკავშირთან დაახლოებას და ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მიაღწია. უახლოეს პერიოდში ვილნიუსის სამიტზე მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ჩვენი პრიორიტეტია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ხელმოწერა, რაც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შეუქცევადობის ინსტიტუციური დადასტურება იქნება. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტაბილური განვითარების გრძელვადიან გარანტიას თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს. ეს კი საბოლოოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა. საქართველო კვლავაც აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით, რომელთაც საკუთარი პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის, ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობით. მე, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი დავიწყებას არასოდეს მიეცემა. ჩვენი პრიორიტეტია შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი და ყოველმხრივი განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, და ასევე თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში. ჩვენ მნიშვნელოვან ძალისხმევას მივმართავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების ინიცირებისათვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი სტრატეგიული კავშირების განმტკიცებას. საქართველოს აქვს ისტორიული მისია იქცეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად. ამიტომ, ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ შავი და კასპიის ზღვების რეგიონების, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათთან ტრანსნაციონალური პროექტების ხელშეწყობასა და რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას. დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან. მიუხედავად დღეისათვის არსებული გართულებული ვითარებისა, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას, გავაღრმაოთ რუსეთთან დიალოგი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ინტერესების – საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით, და ურთიერთნდობის საფუძველზე გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება ასევე ურთიერთობების გაღრმავება ახლო აღმოსავლეთის, არაბული სამყაროს, აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიის და ოკეანეთის რეგიონებთან და ამ კონტექსტში გლობალური პარტნიორობის განვითარება. მეგობრებო, ურთულესი წლების შემდეგ, რაც ყველამ ერთად გამოვიარეთ, დადგა დრო, როცა უნდა დავიბრუნოთ ჩვენი იდენტობა, როდესაც, დიდი ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, “ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი”. დღეს ეს სიტყვები გაისმის მოწოდებად თითოეული ჩვენგანისადმი. ჩვენ გვაქვს უმთავრესი კაპიტალი, რომელსაც ახალი საქართველოს შენება დაეფუძნება – ჩვენი ხალხის ნიჭიერება და სამშობლოს სიყვარული. მე მჯერა, რომ ყველაზე უარესი წლები უკან მოვიტოვეთ; რომ ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანა ეკუთვნის არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალსაც. ეს ხედვა რეალობად ერთ დღეში ვერ იქცევა, მაგრამ: მე ვხედავ საქართველოს, რომელიც მისი შვილებისათვის არა გადარჩენისთვის ბრძოლის, არამედ ღირსეული ყოფის, სიცოცხლით ტკბობის, ნიჭიერების გაფურჩქვნისა და თვითრეალიზაციის სივრცეა. მე ვხედავ ქვეყანას, რომელსაც მსოფლიო იცნობს არა პოლიტიკური კრიზისებით თუ ჰუმანიტარული პრობლემებით, არამედ მისი განსაცვიფრებელი სილამაზით, ცხოვრების სილაღით და, რაც მთავარია, მშრომელი, შემოქმედი, კეთილშობილი, სტუმართმოყვარე ხალხით. მე ვხედავ ენერგიას, რომელმაც რუსთაველს ,,ვეფხისტყაოსანი” შეაქმნევინა, და რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილს თავგანწირვის ფასად წინაპართა საუნჯის დაცვის ძალა მისცა; ენერგიას, რომელმაც ფიროსმანს შავი ლომი დაახატინა და ექიმ იოსებ ჟორდანიას პატარა გოგონას გადასარჩენად სიცოცხლე დაათმობინა; ენერგიას, რომელმაც საოცარი ხელოვნებით გამოჭედა ხახულის კარედი და მტრის წინაშე ქედი არ მოახრევინა გიორგი ანწუხელიძეს. მე ვხედავ იმ აღტაცების გამეორებას, რომელიც მოჰგვარა მსოფლიოს მცხეთის ჯვრის სიდიადემ, ქართული ანბანის უნიკალურობამ, ვაჟას პოეზიის სიღრმემ, ჩაკრულოსა და კრიმანჭულის საოცარმა ჰარმონიამ, ქართული მეცნიერული აზრის მასშტაბურობამ და აღფრთოვანების ღირსმა სპორტულმა სასწაულებმა. ასეთ საქართველოზე ვოცნებობდი მთელი ჩემი ცხოვრება. ასეთ საქართველოს ქმნიდნენ ამ ქვეყნის შვილები. უდიდესი პატივი და ტვირთია იყო საქართველოს პრეზიდენტი. და დღეს მე ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, ღირსეულად ვზიდო პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი დიდებული ქვეყნისა და ხალხის მსახურება მაკისრებს.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ეს ინაუგურაცია კორპორატიულ ზეიმს ჰგავს""

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის დელეგაციას შეხვდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება

12:07; 13.01.2026
ზაფრანი

როგორ გამოვიანგარიშოთ ჩვენი რიცხვი

12:05; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო