“ოლიმპიური თამაშები არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობის პროპაგანდის მატარებელი და რა თქმა უნდა, ამ მშვიდობიან აქციაში ჩვენმა სპორტსმენებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. პოლიტიკოსების მიერ არეულ-დარეულ ურთიერთობას ხალხს ნუ მიაწერენ, მათ ნუ მოსთხოვენ პასუხისმგებლობის აღებას. პოლიტიკოსებმა თვითონ აიღონ თავიანთ თავზე ეს პასუხისმგებლობა და კეთილი ინებონ დიპლომატიური გზით მოაგვარონ საკითხები. ხალხებს შორის პრობლემა არასოდეს ყოფილა”.
თავად ნინო სალუქვაძე სოჭის ოლიმპიადაში არ მონაწილეობს, როგორც გვითხრა სპორტის ის სახეობა, რომელშიც ასპარეზობს ზაფხულის სახეობაა, სოჭში კი ზამთრის თამაშები იმართება.