“ვადასტურებ, რომ გაჟღერებული ინფორმაცია, ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ, სინამდვილეა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალ თანამდებობზე დანიშვნამდე ბიუროკრატიული პროცედურებია გასავლელი, თავს შევიკავებ ახალი თანამდებობის დასახელებისაგან. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ საჯარო სექტორში არ ვიქნები და ახალ თანამდებობაზე მუშაობას, სავარაუდოდ, დეკემბრის პირველ კვირაში შევუდგები”, _ უთხრა სოფო ჯაფარიძემ “გურია ნიუსს”.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
“საკადრო ცვლილება, სავარაუდოდ, იქნება. ჩემი ერთ-ერთი მოადგილე აპირებს გადასვლას სხვა სამსაურში. თუ ის გადაიფიქრებს, ყველა დარჩება”, _ განაცხადა სოზარ სუბარმა, თუმცა რომელ მოადგილეზეა საუბარი არ დააკონკრეტა.
მისივე განმარტებით, თუ უწყებაში სხვა საკადრო ცვლილებებიც დაიგეგმება მედია ამის შესახებაც იქნება ინფორმირებული.