https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მთავარია, აფხაზეთმა დაიჯეროს, რომ საქართველოს მხრიდან საფრთხე არ ემუქრება”

10:11; 25.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ბატონო ვახტანგ, მთავრობის ცვლილებასთან ერთად, რა ცვლილებებია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში?

_ ჩვენი სამოქმედო პრიორიტეტები დღეს განსხვავებულია. ვინაიდან, საბედნიეროდ, ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა. წლების განმავლობაში დევნილი ხელისუფლება, ვერაფერს აკეთებდა იმ სტრუქტურებთან დაპირისპირების გამო, რომელთაც რეალურად უნდა ეკეთებინათ საქმე. ეს იყო დევნილთა, რეინტეგრაციის და სხვა სამინისტროები, რომლებზეც მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული დევნილთა ეკონომიური და სოციალური მდგომარეობა. ამიტომ, დევნილთა მთავრობა საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა.

1 ოქტომბრის შემდეგ რეალური ღონისძიებების დაგეგმვის საშუალებები გაჩნდა. დევნილთა, რეგიონული ინფრასტრუქტურის და განვითარების, სოფლის მეურნეობის და სხვა სამინისტროებთან ერთად, რომლებიც დევნილთა შრომით მოწყობას, ჯანდაცვის პრობლემების გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მრავალ სხვა საკითხს ეხება.

სწორედ მათი განხორციელებისთვის იღვწის ახლა ჩვენი მთავრობა. ვფიქრობთ, არც შედეგი დააყოვნებს. რამდენიმე მაგალითიც შემიძლია მოგიყვანოთ:

დევნილთა სამინისტროსთან მოლაპარაკების შედეგად, სოხუმის უნივერსიტეტთან ხელი მოვაწერეთ ერთობლივ მემორანდუმს, რომელიც მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტებს ჩვენს სტრუქტურებში სტაჟირების გავლის საშუალებას აძლევს; ასეთივე მემორანდუმი გაფორმდა “პრივატ ბანკთან”, რომელმაც თავის სისტემაში უკვე 20–მდე ახალგაზრდა სპეციალისტი დაასაქმა; იგეგმება ასევე 300–დან 500-მდე ახალგაზრდის სტაჟირება “პრივატ ბანკში”, რომლებიც მემორანდუმის თანახმად, შემდეგ ამავე ამავე სტრუქტურაში დასაქმდებიან.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად, რომელიც ახლა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს, ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე. საკითხი ეხება უშუალოდ შრომით წარმოებას და დევნილთა დასაქმებას, რაც ყველაზე მტკივნეული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დევნილთათვის.

რეორგანიზაცია დაწყებულია ჩვენს აპარატშიც. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები გავაუქმეთ. ჩვენი მთავრობის სტრუქტურებში ისინი ყველაზე არარელევანტური, შესაბამისად, ახალ რეალობაში, რეფორმების გატარების გზაზე, ზედმეტნი აღმოჩნდნენ, რასაც ვერ ვიტყვი ამ სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებზე. მათ მიეცემათ საშუალება საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ. ამის შესაძლებლობას ჩვენ მათ მივცემთ, თუ საჭირო გახდება გადამზადების გზებსაც მივმართავთ, რათა მათი დასაქმება სწორი მეთოდებით მოხერხდეს.

_ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს აფხაზეთის მთავრობა და რა არის თქვენი სამოქმედო პრიორიტეტები?

_ კონფლიქტის მოგვარება არის ერთ–ერთი პრიოტიტეტი საქართველოს მთავრობისთვის. ეს აფხაზეთის მთავრობისთვისაც მთავარი გამოწვევაა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმგვარად, რომ ხელი შევუწყოთ ხელისუფლების მიერ დეკლალირებულ კურსს. ხალხს ნდობა აქვს დაკარგული აფხაზეთის მთავრობის მიმართ. ამის გამოსწორება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. ჩვენ ამ გამოწვევას ვღებულობთ.

რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტის მოგვარებას, მთავარ პრობლემას სოხუმი დღეს დევნილების დაბრუნებაში ხედავს. ამიტომ იქ არ უნდა იყოს ისეთი განცდა, რომ დევნილების დაბრუნებით აფხაზეთში ყველაფერი აირევა. აი, სწორედ აქ მოგვიწევს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ძალიან სერიოზული და ფაქიზი მუშაობა.

_ როგორ აპირებთ ახალ პრემიერთან მუშაობას?

_ მე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან ჯერ არ მქონია შეხვედრა. ალბათ, უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა შედგება. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს გავაცნო ჩვენი სამომავლო გეგმები და ვესაუბრო იმ რეფორმების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. მთავრობის დამტკიცებისას, პარლამენტში საბოლოო გამოსვლისას პრემიერ-მინიტრმა დიდი დრო დაუთმო დევნილთა პრობლემებს და მათი მოწესრიგების გზებს. ეს დიდი იმედია ჩვენთვის. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ სწორედ მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობის შედეგია ჩვენი დღევანდელი მოკრძალებილი მიღწევები. იმასაც დავამატებ, რომ აფხაზეთის მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პრეზიდენტისა და პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე სრულფასოვნად ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. ეს მრავალი წლის გამოცდილებამ კარგად დაგვანახა.

_ ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად თქვენი მთავრობის ბიუჯეტი თუ შეიცვალა?

_ ჩვენ ცენტრალური ბიუჯეტიდან ვფინანსდებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ადმინისტრაციულ ხარჯებს ფარავს. ამაში იგულისხმება ხელფასები, მივლინებები, სხვა აუცილებელი ადმინისტრაციული ხარჯები და, რაღა თქმა უნდა, დევნილთა ფულადი კომპენსაცია. ზოგს – ასი, ზოგს – ორასი ლარით ვეხმარებით. ეს ძალიან მცირე დახმარებაა, მაგრამ რეფორმების მიმდინარეობის კვლდაკვალ, ვფიქრობთ ფულადი კომპენსაციების გაზრდასაც, რაც უწინარესად გარკვეული ეკონომიის ხარჯზე შეიძლება მოხერხდეს. ვაპირებთ სრულიად შეუწყნარებელ, ბიუროკრატიულ მიდგომასთან შებრძოლებასაც. მაგალითად, როდესაც დევნილის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სამინისტროდან სამინისტროში უხდება სიარული, რომ ეს მცირედი დახმარება მიიღოს, დახმარების მიღების პროცესი უსასრულოდ ჭიანურდება. ადამიანიც, ბუნებრივია, თავს დამცირებულად და აბუჩად აგდებულად მიიჩნევს.

განათლების საკითხებში სხვა ცვლილებებთან ერთად გამოვყოფდი სტუდენტთა წახალისების ფონდის ჩამოყალიბების იდეას. უკვე გამონახული გვაქვს საშუალებები და ფინანსური რესურსები დევნილი სტუდენტებისთვის ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გასაგზავნად, განათლების მიღების მიზნით. თავდაპირველად შევარჩიეთ ის ქალაქები, სადაც სწავლება არ არის ძვირი და მიუწვდომელი. მაგალითად, შვედეთსა და ფინეთში. თანაც შეირჩევა ის სპეციალობები, რომლებიც მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში და მათ შემდგომ დასაქმებას პრობლემას არ შეუქმნის. ჩვენ ვაფინანსებთ ასევე აფხაზეთის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრს, საბავშვო თეატრ -„თეთრ ტალღას“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, აფხაზეთის კაპელას, ყველაფერი ეს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელთა ხელსეწყობა არა მარტო აფხაზეთის მთავრობის, არამედ ყოველი ჩვენგანის ვალიცაა, ჩვენი ბიუჯეტიდან დევნილ მოსახლეობისათვის ასევე ვაფინანსებთ ჯანდაცვისა და განათლების სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს, რომელთა ჩამოთვლაც, ვფიქრობ,შორს წაგვიყვანს.

_ დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიუხედავად, ბევრი ისევ მის გარეშე რჩება. რაიმე სიახლე ხომ არ იგეგმება ამ მიმართელებით?

_ ბინების განაწილების პროცესი არ არის ჩვენი მთავრობის პრეროგატივა. ამ საკითხს ცენტრალური ხელისუფლება განაგებს. ჩვენი მოვალეობაა, ხელისუფლებას მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმცია დევნილთა სოციალური მდგომარეობის შესახებ. შერჩევის კრიტერიუმები კი დევნილთა სამინისტროს აქვს შემუშავებული.

_ თუ იგრძნობა აფხაზეთის თვითაღიარებული ხელისუფლების მესვეურთაგან დაინტერესება ითანამშრომლონ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან და თქვენ როგორ გამოიყენებთ იმ კონტაქტებს, რომელიც აფხაზებთან გაქვთ?

_ აფხაზეთში ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ მძლავრად იკიდებს ფეხს აფხაზეთში რუსული პოლიტიკა, რაც აფხაზების დიდ აღფრთოვანებას არ იწვევს. მათ აქვთ საკუთარი ინტერესები, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსების დაუოკებელ მიდრეკილებასთან, ყველა და ყველაფერი აკონტროლოს.

რაც შეეხება კონტაქტებს, 10 წელია, ვინარჩუნებთ ამ ურთიერთობებს ოფიციალურ, თუ არაოფიციალურ დონეზე. თუ თავის ქებაში არ ჩამომერთმევა, იმის თქმაც შემიძლია, რომ ჩემი დანიშვნამ თანამდებობაზე აფხაზებმა პოზიტიურად აღიქვეს. ეს თავად მითხრეს ჩვენი ბოლო შეხვედრისას. არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ ხვალ გარღვევა მოხდება ჩვენს ურთიერთობებში. მაგრამ დღეს იმის საშუალება მაინც არის, რომ ბრაზისა და ბოღმის გარეშე ვისაუბროთ მტკივნეულ საკითხებზე და ერთმანეთს მოვუსმინოთ. წვეთი ქვას ხვრეტს. ამიტომ, ამ ეტაპზე ის უნდა შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს და მოთმინებით და რუდუნებით მივაღწიოთ იმას, რაც ორივე მხარისთვისაა მისაღებიც და სასარგებლოც.

_ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_ მე ჟენევის 24-ე და25-ე რაუნდში მივიღე მონაწილეობა. სიტუაცია არ არის მარტივი.

არც მოლოდინი იყო სხვაგვარი. დღეისთვის იმის თქმა შემიძლია, რომ რაიმე განსაკუთრებული და საეტაპო კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში არ მომხდარა. მაგრამ იმედს მაძლევს ის, რომ განწყობა დადებითია. გაღიზიანება და ნეგატიური ფონი ჟენევის შეხვედრებს აღარ ახლავს თან. რა თქმა უნდა, პრინციპული და ცხარე საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ ეს თანმდევი პროცესია და მოლაპარაკებას არ აფერხებს. ჩვენ ვუფრთხილდებით ჟენევის ფორმატს, ვინაიდან დღეისათვის ეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, რომელიც აფხაზებთან შეხვედრის და მოლაპარაკების საშუალებას გვაძლევს. გასაგებია, რომ ეს არ არის დიდი ნუგეში აფხაზეთიდან იძულებით დევნილთათვის, მაგრამ თუ ისტორიასაც გადავხედავთ, ასე იწყებოდა ის, რისი იმედიც არავის ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ამიტომ ვეთანხმები იმას, ვინც თქვა: “არასოდეს თქვა არასოდეს”.

_ გალში პასპორტების ჩამორთმევასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?

_ საუბარია 25–26 ათას ადამიანზე, რომლებსაც აღებული აქვთ აფხაზური პასპორტი. ეს ის ხალხია, რომლებიც ცხოვრობენ გალის საზღვრისპირა სოფლებში და დღევანდელი დაყოფით ეკუთვნის ოჩამჩირეს და ტყვარჩელს. სადღაც 300–დან 500-მდე პასპორტი მიიჩნიეს უკანონოდ გაცემულად. ეს უფრო კონიუნქტურაა, რომელსაც ლაკობა უჭერს მხარს და გაუცნობიერებელი გამოთქმებითაც საქმეს ართულებს. ის სხვა პოლიტიკოსების თამაშს უფროა აყოლილი, რომელიც პირადად მას სასიკეთოს არაფერს მოუტანს.

აფხაზ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გალის მოსახლეობის მიმართ ასეთი შერჩევითი დამოკიდებულება თვითონ აფხაზებს არ აძლევს ხელს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია დალაგდება და ქართველებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება კვლავ აღდგება.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ქართველმა, რომ აფხაზებსა და ჩვენს შორის არსებული უფსკრული აღმოიფხვრას. როგორ უნდა მიეცეს განვითარება ჩვენს ურთიერთობებს?

_ ის გეზი, რაც აღებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ არ შეეცდება კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტას, ეს არის მთავარი მესიჯი აფხაზებისთვის. მთავარია, აფხაზეთმა და სოხუმმა დაიჯეროს, რომ საქართველოს მხრიდან მათ არ ემუქრებათ საფრთხე, რომ საქართველო მათ მიმართ არის კეთილგანწყობილი, რომ თითოეული ქართველი ასეთი განწყობით ცხოვრობს. ამის დანახვა და მოსმენა აფხაზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება გვმართებს. ჩვენ ერთად გვიცხოვრია, კეთილი საქმეები გვიკეთებია. მათთან ერთად ხომ ბევრჯერ გვიბრძოლია და დაგვიღვრია სისხლი ჩვენი სამშობლოსთვის. საერთო სამშობლო დაგვიცავს. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა,რომ ამგვარი თანაცხოვრების ტრადიციის აღდგენა აბსოლუტურად შესაძლებელია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

"ქალაქს ორფეხა "ლაფანჭამიები" შეესივნენ"

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო