ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” უარყოფენ ჯერ კიდევ სამხარეო პოლიციის უფროსი ფერსაშვილი და ასევე, პროკურორი სირაძე.
“მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი, როგორც ვიცი არ განიხილება ჩემი კანდიდატურა”, _ გვითხრა მალხაზ სირაძემ.
სამხარეო პოლიციის უფროსი კი ჩვენი წყაროების ვინაობით დაინტერესდა.
გოჩა ფერსაშვილი:
_ გაფიცებთ ყველაფერს, საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები, ერთი თქვენი წყარო დამანახა და მეტი არ მინდა რა! არაფერი გადაწყვეტილი არაა.
_ბატონო გოჩა, ის რომ თქვენი კანდიდატურა გურიის გუბერნატორის პოსტზე განიხილება და შესაძლოა რამდენიმე დღეში დაინიშნოთ კიდეც, ასევე პროკურორი მალხაზ სირაძე თქვენს მოადგილედ, ამის შესახებ თქვენ ინფორმაციას არ ფლობთ?
_არაფერი არ არის გადაწყვეტილი, თუ იქნება რამე ამის შესახებ ყველაფერს გაიგებ შენ.
_ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ განიხილება..
_ჰო, არ ვიცი , _გვითხრა ფერსაშვილმა.
































































