ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომლის გადამოწმება კვლავ გრძელდება, დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ შურისძიებაა.
“ჩემი ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ყოფილი პატიმრის გადაყვანას ცდილობდნენ. ეს იყო ციხეში დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება. დაპირისპირებულმა მხარემ ამის შესახებ გაიგო და ავტომანქანას, რომლითაც ყოფილი პატიმარი მგზავრობდა, ცეცხლი გაუხსნეს,” _ ამბობს წყარო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ამ ვერსიას არ ადასტურებს. მისი თქმით, გარდაცვლილია ორი ადამიანი, არიან დაკავებულები. “გურია ნიუსის” ინფორმაციით გარდაცვლილია ბიზნესმენი კალანდაძე და ვინმე პირანიშვილი. წყაროს თქმით, კალანდაძეს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი მანქანით გადაუარეს.