“ყველგან ჩატარდება პრაიმერი, მათ შორის ოზურგეთში, ჩოხატაურში და ლანჩხუთში. ასე ვაპირებთ დემოკრატიულად მოვემზადოთ და წარვიდგინოთ ჩვენი კანდიდატები თვითმმართველობის არჩვენებისთვის”, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს საპარლამენტო უმცირესობისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა,მიხეილ მაჭავარიანმა.
ჩვენს კითხვაზე როგორ შეაფასებდა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას, მან ასეთი პასუხი გაგვცა:
“მე ამას ვერ შევაფასებ. ეს არის “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება. პოლიტიკურმა საბჭომ იმსჯელა, არ ვიცი საბოლოო ჯამში ვინ შესთავაზა ეს კანდიდატურა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. რა თქმა უნდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვნახოთ, ვინ უფრო კარგად შეძლებს ქალაქ თბილისისთვის და არჩევნებისთვის ბრძოლას”, _ გვითხრა მიხეილ მაჭავარიანმა.




































































