“იმედი მაქვს, ქუცნაშვილის გადაწყვეტილების მიზეზები, თუ რატომ დატოვა მან თანამდებობა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. არა მგონია, მას ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელობა გასჭირვებოდა. თუმცა, ზოგადად, პარტიებთან მუშაობა საკმაოდ რთულია. ამის შესახებ უფრო ვრცლად ალბათ ზაქარია თავად ისაუბრებს”.
ქუცნაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა დღეს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელად ზაქარია ქუცნაშვილის დანიშნვას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და მის გადაყენებას ითხოვდა.
“შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც იყო ზაქარია ქუცნაშვილი და მასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შენიშვნა. ვითხოვდით მის გადაყენებას, თუმცა ჩვენს ჯინაზე ამ კაცს ყველაფერი გააფუჭებინეს, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა. ახლა ფრაქციის თავმჯდომარეობიდანაც მოხსნეს, ინტრეფრაქციული ჯგუფიც გააუქმეს. მალე ალბათ ზაქარია ქუცნაშვილსაც გააუქმებენ”.
კუკავამ განაცხადა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ინტერფრაქციული ჯგუფის აღდგენასა და მისი შემადგენლობის განახლებას მოითხოვს.
თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი არ მიიჩნევს საჭიროდ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობების დატოვების მიზეზებზე ისაუბროს და აცხადებს, რომ ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილმა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. დეპუტატს არც ამ ფაქტზე სურს კომენტარის გაკეთება.