“გურია ნიუსი” უსუფაშვილის ბრძანების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების, “მაუწყებლობის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის #833-რს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 215 -ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1.გამოცხადდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 წევრის – მეურვის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი.
2.მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
3.მეურვის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილ იქნეს 2013 წლის 12 დეკემბრის 18 საათის ჩათვლით.
4.მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადების შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ირაკლია აბაშიძის გამზირი #26 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge.
5.მეურვის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ა) კანდიდატის CV;
ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) კანდიდატის მიერ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში;
ე) საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია;
6.ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 213 წლის 27 ნოემბერს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში(მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11).