https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მუნიციპალურ ქალაქებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი”

8:11; 29.11.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“დღევანდელი თვითმმართველობა არის ერთდონიანი, გამსხვილებული მუნიციპალურ (ყოფილი რაიონების საზღვრების ფარგლებში) დონეზე, რომელშიც შედის მუნიციპალური ქალაქები, დაბები, თემები და სოფლები, რომლებსაც ჰყავთ საერთო საკრებულო და გამგეობა, აქვთ ასევე საკუთარი “არათვითკმარი” ბიუჯეტი, რომელიც ძირითადად ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებით ივსება და გარკვეული ოდენობის ქონება. ბუნებრივია ასეთ ნაერთში რთულია განხორციელდეს სოფლის განვითარება ცალკე და ცალკე კი ქალაქური ტიპის დასახლების ეკონომიკური და ურბანული პროგრესი, მით უმეტეს როცა არც საბიუჯეტო შემოსავლები უწყობს ამ პროცესს ხელს” _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ხინთიბიძე.

მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა, დღევანდელი კანონმდებლობით, არსებობს ასევე ექვსი დიდი ქალაქი, რომლებსაც გააჩნია თვითმმართველი ქალაქის სტატუსი (ბათუმი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი და თბილისი), რომლებიც ორიენტირებული არიან მხოლოდ ქალაქის განვითარების მიმართულებაზე.

_ კანონის მიხედვით თვითმმართველობების საქმიანობებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქციებს ახორციელებს მხარის სახელმწიფო რწმუნებულების ანუ იგივე გუბერნატორების აპარატი, რომლის უშუალო ხელმძღვანელს ანუ გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. თვითმმართველობების საქმიანობებზე სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია: თვითმმართველობების მიერ მიღებული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა და რეგიონებისთვის ცენტრალური ბიუჯეტის მიერ მიზნობრივი ტრანსფერით დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი. თავად სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის როლი ასევე იკვეთება მხარეში შემავალი თითოეული თვითმმართველობისთვის წლიური ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობის მიღება.

საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის ახალი კონცეფციით მკვიდრდება ორდონიანი თვითმმართველობა.

_ მუნიციპალიტეტების დაყოფის შედეგად წარმოქმნილი ახალი თვითმმართველობების შეასახებ უფრო კონკრეტული პასუხი გვაინტერესებს – როგორი იქნება მისი სტრუქტურა? რამდენიმე სოფელი გაერთიანდება?

_ პირველ რიგში მუნიციპალურ ქალაქებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით და მის შემადგენლობაში არ შევა სასოფლო ტიპის დასახლებები. კრიტერიუმებში გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის რაოდენობა, ურბანული მიზიდულობისა და ქალაქის განვითარების პოტენციალი. ეს სავარაუდოდ შეეხება ისეთ მუნიციპალურ ქალაქებს როგორიცაა ოზურგეთი, სამტრედია, ზუგდიდი და ა.შ. მუნიციპალიტეტიდან დარჩენილ, უკვე არსებულ სათემო და სადაბო ტიპის დასახლებებს კი ეძლევათ შესაძლებლობა გაერთიანდნენ და შექმნან ახალი სახის მუნიციპალური გაერთიანებები, რომლებსაც თვითმმართველი ერთეულის სტატუსი მიენიჭებათ რა თქმა უნდა ისიც ობიექტურად დადგენილი კრიტერიუმის საფუძველზე, რომელიც მხედველობაში მიიღებს მოსახლეობის რაოდენობას სიმჭიდროვის ზონის მიხედვით 1 კვ. კილომეტრზე და ადმინისრტაციული ცენტრიდან დაშორების მანძილს მასში შემავალ უკიდურესი სიშორის დასახლებამდე (სავარაუდოდ იგი 20 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს ყველაზე დაბალი სიმჭიდროვის თემში). ანუ ასეთი ტიპის თვითმმართველობებს ექნებათ საკუთარი არჩევითი საკრებულო და გამგეობა, დამოუკიდებელი ქონება და ბიუჯეტი. სურათი რომ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ განვიხილოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაგალითი, ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შედის 29 ტერიტორიული ერთეული, რომლიდანაც ერთი გახლავთ ქალაქი, 4 ერთეული დაბის ტიპის დასახლებაა, ხოლო დანარჩენი თემი და სოფელი. ახალი კონცეფციის მიხედვით ქალაქ ოზურგეთს შეუძლია მიიღოს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ხოლო დანარჩენ 28 ტერიტორიულ ერთეულს შეეძლებათ გაერთიანდნენ და შექმნან კიდევ დამატებით 2 თვითმმართველი ერთეული ზემოაღნიშნული ჩარჩო-კრიტერიუმების გათვალისწინებით. საბოლოოდ გამოდის ის, რომ დღევანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაძლებელია შეიქმნას 3 დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული. როგორც ვხედავთ ტრადიციადქცეული რაიონული რგოლი, რომელსაც ჩვენ აქამდე მუნიციპალიტეტს ვუწოდებდით საერთოდ “ამოვარდნილია” რეფორმიდან მისაღები შედეგიდან. თავის მხრივ, კი ზემონახსენები ექვსი დიდი ქალაქი ბუნებრივია კვლავ რჩება როგორც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მატარებელნი.

_ ბატონო ლევან, კონცეფციაში რას ექცევა უფრო მეტად ყურადღება?

_ მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს “საზოგადოებრივი თვითმმართველობის” ცნების შემოტანა, რომელიც გულისხმობს ყველაზე დაბალ საფეხურზე – სასოფლო დასახლების დონეზე თვითმმართველობის ელემენტების დამკვიდრებას. სოფლის საერთო კრება საკუთრივ წარმოადგენს საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის უმაღლეს ორგანოს, რომელიც აერთიანებს საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის ყველა წევრს, ხოლო საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის წევრია მის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე ყველა მოქალაქე. სოფლის საერთო კრება კი ირჩევს საერთო კრების წარმომადგენელთა საბჭოს და საერთო კრების თავმჯდომარეს. სოფლის საზოგადოებრივ თვითმმართველობას შეეძლება რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი (სსიპ). კონცეფციის მიხედვით საწყის ეტაპზე საზოგადოებრივი თვითმმართველობის მთავარი დანიშნულება იქნება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში” ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა და მათი შესრულების მონიტორინგი, ხოლო გრძლევადიან პერსპექტივაში კი მან უნდა მართოს მის საკუთრებაში ან სარგებლობაში თვითმმართველობიდან გადაცემული ქონება, შეიტანოს წვლილი იმ მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში რომლის შემადგენლონაშიც ის შედის და ასევე მონაწილეობა უნდა მიიღოს მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამებით დასაფინანსებელი იმ პროექტების დაგეგმვაში, განხორციელებასა და მონიტორინგში, რომლებიც შეეხება კონკრეტულად მათ სოფელს;

კონცეფცია ასევე განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულების მმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირების) უფლებამოსილების ვადებს. მაგალითად, რეფორმის შედეგად შექმნილი თვითმმართველობის ამომრჩევლები 2 წლის ვადით ირჩევს საკრებულოსა და ასევე თვითმმართველობის გამგებელს (მერს).

თვითმმართველობის მეორე ანუ სამხარეო დონეზე გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ცვლილებები მისი ფორმირების პროცესში. მხარეში შემავალი საკრებულოების წარმომადგენლებისაგან უნდა შეიქმნას სამხარეო საბჭო, რომელმაც უნდა შეარჩიოს სამი კანდიდატი სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე და წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ერთ-ერთის დასამტკიცებლად. სამხარეო საბჭოს უნდა ჰქონდეს კანონით დადგენილი ექსკლუზიური და დელეგირებული უფლებამოსილებები და რაც მეტად მნიშვნელოვანია მას ექნება საკუთარი სამხარეო ბიუჯეტი, რომელიც შეივსება ზიარი გადასახადებით, მიზნობრივი ტრანსფერითა და სხვა კანონით დადგენილი შემოსავლებით.

საბოლოოდ, კონცეფციის შედეგად, გვექნება მუნიციპალურ დონეზე – სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობები და ყოფილი მუნიციპალიტეტების (ე.წ. რაიონების) დაყოფის შედეგად წარმოქმნილი ახალი თვითმმართველობები. ხოლო სამხარეო დონეზე კი მხარის თვითმმართველობის საკრებულოს წარმომადგენელთაგან ავტომატურად შექმნილი სამხარეო საბჭო და ამავე საბჭოს რეკომენდაციით მთავრობის მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ნაწილი II

ორი აზრი, ანუ ქალაქსა და სოფელს სხვადასხვა ამოცანები უდგათ წინ

“რას ვუჭერ მხარს? შესაძლოა, არც ისე მნიშვნელოვან კრიტერიუმად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ვთქვა: რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლუსად ურბანული და სასოფლო დასახლებების მართვის გამიჯვნა მიმაჩნია. მტკიცედ მჯერა, რომ სოფელს და ქალაქს საკუთარი, ერთმანეთისგან განცალკევებული თვითმმართველობა სჭირდება.

არსებული რაიონების პირობებში არც ქალაქი ჰგავს ქალაქს, არც სოფელი სოფელს. მაგალითად ოზურგეთი ავიღოთ. ერთ რაიონში მოქცეული 29 სოფელი და ერთი ქალაქი ერთმანეთის განვითარებას უშლის ხელს. სოფელი ქალაქს ექაჩება უკან, ქალაქი კი სოფელს არ აძლევს განვითარების შესაძლებლობას”, _ ასე ფიქრობს თვითმმართველობაში დაგეგმილ რეფორმაზე ოზურგეთელი გრიგოლ მახარაძე.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, რომელიც ბოლო წლებში 12-17 მილიონის ფარგლებშია, უმეტესწილად ქალაქზეა ორიენტირებული, მისი უდიდესი ნაწილი ქალაქში იხარჯება. ბოლო წლებში ოზურგეთში ადგილობრივი სახსრებით გაცილებით მეტი გზა დაიგო, ვიდრე სოფლებში. კულტურული ღონისძიებებისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი დაახლოებით მილიონი ლარი ქალაქში იხარჯება, დასუფთავების მუნიციპლური სამსახური ქალაქს ემსახურება და ა.შ. ეს იმ დროს, როცა მოსახლეობის უმრავლესობა სოფელში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით არსებობს.

“ქალაქსა და სოფელს სხვადასხვა ამოცანები უდგათ წინ. სოფლისთვის სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება (გზა, დაზღვევა, სესხები, შხამქიმიკატები და ა.შ.) არის პრიორიტეტული. გარდა ამისა, გურიაში გვაქვს ტერიტორიები, რომლებსაც სპეციფიური ინტერესები გააჩნიათ. მაგალითად ასეთია საკურორტო პოტენციალის მქონე ზღვისპირა დასახლებები: ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი.

ოზურგეთისთვის კი შიდასაქალაქო ინფრასტრუქტურა, განაშენიანების გეგმის მიღება, ტრანსპორტის რეგულირება, გამწვანება და სხვა ურბანული საკითხებია მნიშვნელოვანი. ოზურგეთი კი თან ქალაქია და თან არც არის ქალაქი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს. ამისთვის მას საკუთარი თვითმმართველობა, საკუთარი მერი თუ გამგებელი, საკუთარი საკრებულო, საკუთარი სამსახურები სჭირდება. შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა აუცილებელია.

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა, რის აუცილებლობაზეც უკვე ვთქვი, თავისთავად იწვევს ახალი მუნიციპალიტეტების ფორმირების აუცილებლობას. ცხადია, რომ ოზურგეთის, ან ნებისმიერი სხვა რაიონის არსებობა აზრს კარგავს, თუ მას რაიონულ ცენტრს, ამ შემთხვევაში ოზურგეთს – გამოვაკლებთ. მუნიციპალიტეტების ფორმირების საჭიროება ცხადია და გარდაუვალი.

აქ, შესაძლოა, გაჩნდეს იდეა, რომ 2002 წლის მოდელს დავუბრუნდეთ – როცა ყველა სოფელს საკუთარი თვითმმართველობა ჰქონდა. მაგრამ 2002-2006 წლებში მოქმედმა მოდელმა თავად დაგვანახა ამის საწინააღმდეგო არგუმენტები: თვითმმართველობები არ იყვნენ და ვერც იქნებიან თვითკმარები და ეფექტიანები.

შესაბამისად, აუცილებელია სოფლები რაღაც კრიტერიუმების მიხედვით გაერთიანდნენ მუნიციპალიტეტებში. ეს არ უნდა ნიშნავდეს სოფლების გაუქმებას, მათი თვითმყოფადოების დაკარგვას. სოფლები უნდა არსებობდნენ იურიდიული პირების სახით და გააჩნდეთ საკუთარი ქონება. ამჯერად სოფელს იურიდიული სტატუსი და ქონება არ აქვს. მაგრამ ყველა სოფელი თვითმმართველი ერთეული მაინც ვერ იქნება.

ბევრი ფიქრობს, და სამართლიანადაც, რომ ეს არ იქნება მარტივი. რაიონები ამ სახით 1932 წლიდან არსებობს. მოსახლეობა ამას შეჩვეულია. იდენტობები რაიონების მიხედვით არის ჩამოყალიბებული. მაშ რა კრიტერიუმებით შეიძლება მოხდეს მუნიციპალიტეტების ფორმირება ისე, რომ მოსახლეობისთვის ნაკლებად მტკივნეული, ხოლო რეფორმისთვის ეფექტიანი იყოს? ესენია ისტორიული, გეოგრაფიული, ეკონომიკური, დემოგრაფიული და კულტურული მახასიათებლები.

ისტორიული ერთობა მნიშვნელოვანია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე სასოფლო საზოგადოებები არსებობდა. გურიაში 25 სასოფლო საზოგადოება იყო. მაგალითად მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოება აერთიანებდა სოფლებს: ნატანებს, საღვთოს (ახლანდელი ზემო ნატანები), შრომას, ხრიალეთს. ასკანის სასოფლო საზოგადოება აერთიანებდა მთისპირს, გვაბრათს (ახლანდელი ასკანა), ფიჩხიჯვარს (ახლანდელი მზიანი), ოქროსქედს (ახლანდელი მშვიდობაური), ვანისქედს, უკანავას და ციხისუბანს (ეს სოფელი აღარ არსებობს). მათ შორის ჩამოყალიბებულია საერთო კულტურული კავშირები, საერთო ფოლკლორი, საერთო იდენტობა. ასე რომ გარკვეული ისტორიული საფუძველი არსებობს და მასზე დაყდრნობა აუცილებელია. სამწუხაროდ, წარმოდგენილ სტრატეგიაში მუნიციპალიტეტბის ფორმირების ჩარჩო-კრიტერიუმებში ისტორიული კრიტერიუმი მოხსენიებული არ არის

აგრეთვე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე. ოზურგეთის რაიონის მოსახლეობა დაახლოებით 80 ათასია. ჩვენთან არსებული სიმჭიდროვის მიხედვით მუნიციპალიტეტის იდეალური “ზომა” 10-15 ათასი მოსახლე იქნებოდა.

კიდევ ერთი ფაქტორი, გეოგრაფიაა. საერთო მიკროკლიმატი თვითმმართველობას სოფლის მეურნეობაში ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში შეიწყობს ხელს. გზები, ტერიტორიული სიახლოვე მოქალაქეებს გაუადვილებს თვითმმართველობის განხორციელებას. მუნიციპალური ორგანოები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე უნდა იყოს, როგორც სერვისების მისაღებად, ისე სხდომებში და განხილვებში მონაწილეობის მისაღებად.

გასათვალისწინებელია ეკონომიკური მახასიათებლებიც. რა ქონება შეიძლება ჰქონდეს მუნიციპალიტეტს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ტექნიკა, რა საწარმო მუშაობს, რა საქმიანობას მისდევს მოსახლეობა. ყველა სოფლის პასპორტი უნდა შეიქმნას და ეს ინფორმაცია აღიწეროს, რათა გამოყენებულ იქნეს მუნიციპალიტეტების ფორმირების დროს”, _ ასე ფიქრობს გრიგოლ მახარაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის ახალი რეფორმა (სამთავრობო კონცეფცია), განხორციელების შემთხვევაში, ძირეულად შეცვლის თვითმართველობის არსებულ სისტემას – ამდენად გასაგებიცაა საზოგადოების მკვეთრი რეაქცია – ძირეულ რეფორმებს ყოველთვის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

რატომ დადგა თვითმმართველობის ამჟამად მოქმედი სისტემის შეცვლის აუცილებლობა?

“თუ შევხედავთ თვითმმართველობის არსებულ ინსტიტუტს დაკვირვებული თვალით – დავინახავთ, აქ არსად არაა თვითმმართველობა და პირიქით აბსოლუტურად დამახინჯებულია თვით თვითმმართველობის არსი, აქ სინამდვილეში არ არსებობს არანაირი ხალხის მმართველობა, ხალხის ხელისუფლება, ხალხს, საზოგადოებას არავინ არაფერს ეკითხება. სახეზეა საკმაოდ მარტივი, ყველაზე დაბალი რანგის სამთავრობო დაწესებულება, რომელსაც განაგებს რეგიონალური მართვის სამინისტრო სამხარეო ადმინისტრაციების მეშვეობით. აქ სრულიად იგნორირებულია თვითმმართველობის ეერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი – დამოუკიდებლობა. ყველა მნიშვნელოვანი (ხშირად უმნიშვნელო) საკითხი თანხმდება და წყდება “ზემოთ” და შემდეგ სრულდება “ქვემოთ”, თვითმმართველობა არ ახორციელებს ფაქტიურად არანაირ საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკას (ის მხოლოდ ხარჯავს0 ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ერთადერთი წყარო ცენტრალური ბიუჯეტია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე არცაა გასაკვირი, რომ სადღაც ჭეშმარიტი თვითმმართველობის განხორციელების იდეაც გაჩნდეს, რომელიც მომზადების შემდგომ რეფორმის სახეს მიიღებს. მითუმეტეს, რომ ამით ყბადაღებულ დეცენტრალიზაციის საქმესაც შეიძლება ეშველოს რამე.

თვითმმართველობის ახალი (სამთავრობო) კონცეფცია ურიგო სულაც არაა – იგი მართლაც ხალხზეა ორიენტირებული აქ მთავარი ხალხში, საზოგადოებაში დაბადებული იდეის, აზრის, საქმის თვითმმართველობაში მიტანისა და განხორციელების გზებია გაადვილებული, თანაც ისე, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელთა ერთი პატარა ჯგუფის ნააზრევ- ნამოქმედარი კი არ წყვეტს იმას, რაა მთავარი და აუცილებელი – არამედ ხალხი, საზოგადოება, უბანი, სოფელი, თემი. უკვე განხორციელებული კონტროლი მაინცდამაინც “ხალხის არჩეული” თვითმმართველობის თვითკონტროლზე არ ჩერდება – უფრო შორს საზოგადოებრივ კონტროლამდე მიდის.

თვითმმართველობის წარმოდგენილი კონცეფცია თუ რეალურად და დაუმახინჯებლად განხორციელდება – ხალხი მართლაც მიიღებს ჭეშმარიტ თვითმმართველობას. თუმცა: ა) ამ რეფორმას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე კონცეფციით მისი განხორცილეებისთვისაა გათვალისწინებული (2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის (!)) ხალხი, საზოგადოება უნდა მოემზადოს თვითმმართველობაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, ანუ უნდა მოემზადოს, რომ მართოს. გ) მოუმზადებელი, სახელდახელოდ, ხელოვნურად დაჩქარებული რეფორმა უკუშედეგს გამოიღებს. დ) დროებით (1X2 წელი) გარდამავალი პერიოდი) არსებული თვითმმართველობის სისტემაში (თუ მასში გარკვეულ ცვლილებებს შევიტანთ) ეფექტურად იმუშავებს. ე) ერთ-ერთი მთავარი აქაც და ყველგან საფინანსო საკითხია – ნამდვილი დამოუკიდებლობა თვითმმართველობისა დაიწყება მისი ფინანსური დამოუკიდებლობის შემდგომ”, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ავთანდილ მექვაბიშვილმა.

(წყარო: http://www.lsg.ge)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11 თებერვალი, 2026

დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი თვითმმართველობაა

საიასთვის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადება, მიუღებელია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026
ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11.02.2026
პოლიტიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესიდან ადვოკატი გააძევეს

15:27; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

15:00; 11.02.2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11.02.2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11.02.2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11.02.2026
სამართალი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:15; 11.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო