“საქართველო მიესალმება ჟენევაში P5+1 ქვეყნებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის მიღწეულ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მივესალმებით მსგავსი მწვავე საკითხის დიალოგის გზით დარეგულირების პერსპექტივას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული მხარეებისათვის, არამედ ზოგადად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებით გააგრძელებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას არსებული პრობლემის საბოლოოდ გადასაჭრელად”, _ აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved