რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას, მას გაძლიერებული შემადგენლობით იცავენ.
როგორც ცნობილია, კიევის მერიისა და პროფკავშირების სახლი, მომიტინგეებს აქვთ დაკავებული. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
უკრაინული ტელევიზიის ინფორმაციით, კიევის საოლქო ადმინისტრატიულმა სასამართლომ მიტინგების ჩატარება აკრძალა ევროპის მოედანზე, ბანკოვაიას, გრუშევსკისა და ბოგომოლცის ქუჩებზე 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 7 იანვრამდე აკრძალა.
ამით სასამართლომ დააკმაყოფილა კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის სარჩელი მასობრივი აქციების ჩატარების აკრძალვის თაობაზე ქალაქის ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის ერთიანი პოზიციის შემუშავებისთვის, უახლოეს დღეებში უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.
“თუკი ჩვენ გვსურს, უკრაინას არა მხოლოდ სიტყვებით დავეხმაროთ, უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ და დავაინტერესოთ უკრაინა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით; რამდენად ვართ ჩვენ, საზოგადოება და სახელმწიფო მზად, მივიღოთ მონაწილეობა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ახლა რთული ეკონომიკური პირობების მდგომარეობაშია”, _ განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.